რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
ჭიათურის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად მუშა გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
„ცირკი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც საერთაშორისო სამართალთან და არც საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლებრივ ნორმებთან“; „მორიგი ნაბიჯი საქართველოს რეგიონების ანექსიის თემით სპეკულირებისკენ“; „დემოკრატიის ფალსიფიკაცია“.
„ქალაქი ბიბლიოთეკა“ - ასე ჰქვია ელექტრონული წიგნების სახლის, „საბას“, ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისის 50 ქუჩაზე, სკვერებსა და მეტროს სადგურებში ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება.
თუკი პარლამენტი საბოლოოდ დაამტკიცებს ცვლილებებს კანონში თამბაქოს კონტროლის შესახებ, მაშინ 2018 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმროებისა.
გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი გარევაჭრობის ნებართვას და მოწესრიგებას ითხოვენ.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახალხო დამცველის აპარატთან ერთად გამართა ელექტრონული კურსის პრეზენტაცია, რომელიც სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების აღმოფხვრას ეხება.
ევროპელი ლიდერები საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ულოცავენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ევროპასთან.
„ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მოსამართლეები ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ“, - წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ გამოკვლევაში.
22 მარტს მწერალთა სახლში გაიხსნა გამოფენა „ომი ჩემი ფანჯრიდან“. გამოფენაში 16 ხელოვანი იღებს მონაწილეობას და იქ ძირითადად 90-იან წლებში შექმნილი ნამუშევრებია გამოფენილი.
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში შობადობის მაჩვენებლის უარყოფითი ტენდენციები არ შეინიშნება, დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება.
22 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ნათესავებს სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებები, განსხვავებული აზრის გამო თუ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, განზრახ ჩაუდეს.
„ჩემი ხმა საზოგადოებაში“ - ეს არის 2017 წლის გზავნილი დაუნის სინდრომის დღისთვის, რომელიც მსოფლიომ პირველად 12 წლის წინ აღნიშნა და უკვე მეექვსე წელია ეს დღე გაეროს ეგიდით აღინიშნება.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთი სამხედრო ძალებს ზრდის. ამ ინფორმაციას 17 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა.
სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის შესახებ რეკომენდაციით.
საქართველოს ბაზარზე არსებული ჯანმრთელობისათვის საშიში სათამაშოების შესახებ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და მიმართავს მთავრობას სათამაშოების უსაფრთხოების მიზნით დროულად გაატარონ ღონისძიებები.
საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტი - ტყიბული, გორი, ზუგდიდი და ხონი - მოექცა გამოკვლევის არეალში, რომლის მიზანიც იყო ამ მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის გამოკვლევა.
ნანა ყაულაშვილის სახლში 42 ხელნაკეთი თოჯინა ცხოვრობს. მისი თოჯინები ცხოვრობენ ქართველი თუ უცხოელი კოლექციონერების სახლებშიც. ნანა პროფესიით ექიმ-ოფთალმოლოგია, თუმცა ექვსი წლის წინ ინტერნეტის დახმარებით თოჯინების კეთების ხელოვნებას დაეუფლა და მეთოჯინეობა მის მეორე პროფესიად იქცა.
ჩამოტვირთე მეტი