ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
2012 წელს შვეიცარიაში, ცერნის დიდ ჰადრონულ ამაჩქარებელზე, ჰიგსის ბოზონის მსგავსი ნაწილაკის აღმოჩენა ვერ მოხდებოდა და, შესაბამისად, ვერც ნობელის პრემია გადაეცემოდათ პიტერ ჰიგსს და ფრანსუა ენგლერს, რომ არა დიდი საუნივერსიტეტო გამოთვლითი ცენტრები, რომელთაგან ერთ-ერთის ჯგუფის წევრი არის ერეკლე მაღრაძე.
„უხილავ ფარდაში“ ოქროპირ რუხაძე უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების შესახებ ციკლში გიამბობთ პარიზის პანთეონ-ასასის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტზე, ჟანეტა არჩვაძეზე, რომელმაც ამავე უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი იურიდიული განხრით.
ევროპის კავშირის პარლამენტმა დაამტკიცა ევროპის ახალი კომისია, ჟან- კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით. იუნკერის 28-კაციან გუნდს 423 დეპუტატი მიემხრო, დაახლოებით ამის ნახევარი, 209 კანონმდებელი წინააღმდეგი იყო, 67-მა თავი შეიკავა.
დღეს მოუსმენთ კარდიფის უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი ჯიქიას, რომელიც მაგისტრატურაში სწავლობს ლონდონში, სადაც ფინანსების განხრით ბიზნესადმინისტრირების ოსტატობას ეუფლება.
სანამ ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა გაირკვეოდა, გამოცხადდა “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის - „ნობელის „ალტერნატიულ პრემიად“ წოდებული ჯილდოს - ლაურეატების ვინაობა.
განვაგრძობთ ჩვენს ციკლს უცხოეთში მყოფი სტუდენტების შესახებ. უხილავი ფარდის მიღმა თავის სამყაროს დღეს დაგვანახვებს მარიამ ნუცუბიძე, რომელიც პარიზის სორბონის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია ბიზანტინისტიკის განხრით.
„უხილავ ფარდაში“ გრძელდება ციკლი საქართველოდან უცხოეთში სასწავლად წასული ახალგაზრდების შესახებ.
მარი კურტანიძე ნიდერლანდის ქალაქ ლაიდენში სულ ახლახან ჩავიდა და გაძლიერებული სამაგისტრო პროგრამით სწავლობს ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.
მაია ტაბატაძე იტალიაში, მილანის უნივერსიტეტში, სწავლობს აბსტრაქტულ მათემატიკას, ალგებრა-გეომეტრიას და რიცხვთა თეორიას.
მინსკში უკრაინის საკითხზე გაიმართა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა. ოთხსაათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
„უხილავი ფარდის“ დღევანდელი სტუმარი იაპონიაში ცხოვრობს, ის კობეს უნივერსიტეტის დოქტორანტია. ჯაბა მესხიშვილი აგრძელებს ციკლს, რომელშიც უცხოეთში მცხოვრები სტუდენტები ან სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წასულები მონაწილეობენ.
გასულ კვირაში მსოფლიოს პრესის ყურადღების ცენტრში იყო შეიარაღებული კონფლიქტები ერაყში, უკრაინაში, ასევე არეულობა აშშ-ში, პატარა ქალაქ ფერგიუსონში.
დღეს უხილავ ფარდაში მოუსმენთ ნათია დუნდუას. ირანისტის ბაკალავრის წოდებით აღჭურვილი ნათია მაინის ფრანკფურტში, გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში, დოქტორანტურაში იმყოფება.
„უხილავ ფარდას“ სტუმრობს ნიკოლოზ შამუგია, იტალიის ქალაქ პიზის „სკუოლა ნორმალე სუპერიორეს“ დოქტორანტი კლასიკური (ძველბერძნულ-რომაული) სიძველეთმცოდნეობის განხრით.
პრაღაში, ანგლო-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს ნათია აბესაძე, რომელიც უმაღლესი განათლების მისაღებად არ ჩასულა ჩეხეთში.
მაგდა ლაზარაშვილი უკვე მეოთხე წელია მარბურგის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობს და ოქტომბრიდან ბაკალავრიატის თეზისზე მუშაობას იწყებს.
გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად გამოდის მოწოდებით, "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებათა დასადგენად ჩატარდეს სრული, ღრმა და დამოუკიდებელი გამოძიება.
უცხოეთში საქართველოდან სასწავლად და სამეცნიერო ხარისხის მისაღებად წასული ახალგაზრდები ალბათ განსხვავებულად ცხოვრობენ.
ნათია დგებუაძე სოხუმშია დაბადებული, თბილისში გაიზარდა და ახლა ესპანეთში ცხოვრობს.
9 ივლისს პრაღაში გაიმართა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან.
ჩამოტვირთე მეტი