ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
მეათე სტუდიაში, დღეს 18 წლის ავტორის, ნინო ტეფნაძის მოთხრობას გაეცნობით. ბაზრის მოთხოვნასა და პროფესიული განათლების კავშირზეც ვილაპარაკებთ, წამების წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საქართველოში ამ მხრივ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე გიამბობთ.
კომუნისტური მმართველობის გაუქმებას მოჰყვა ამ სისტემის თანმხლები არაერთი მოვლენის თუ ფენომენის პრაქტიკიდან გაქრობა. მათ შორისაა ეგრეთ წოდებული „სტახანოვური მოძრაობა“, სოციალისტური შრომითი შეჯიბრის ფორმა, როცა რეკორდები მყარდებოდა.
მინსკის მიერ საფასურის - 178 მილიონი დოლარის - გადახდის შემდეგ მოსკოვმა ბელორუსიას გაზის მიწოდება განუახლა. „გაზპრომმა“, თავის მხრივ გამოაცხადა, რომ ევროპის მიმართულებით ბელორუსიის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებისთვის სატრანზიტო გადასახადი დაფარა.
პოლონეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდა მეორე ტურის დანიშვნა. ხმების უმრავლესობა, 41 პროცენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბრონისლავ კომოროვსკიმ მოიპოვა.
ჰამბურგს ამ დღეებში მისი ისტორია დაუბრუნდა. იქ სომალის ნაპირებთან დაკავებული მეკობრეები ჩაიყვანეს, რომლებიც იქვე უნდა გაასამართლონ გერმანული გემის ძალით დაკავების, გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცების ბრალდებით.
კვირას, 6 ივნისს, ბრიტანეთის „სანდეი ტელეგრაფმა“ სტატია მიუძღვნა საქართველოში რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე, ცხინვალთან, სამეთვალყურეო ბაზის მშენებლობას. სტატიის ავტორი წერს, რომ ამ რთული სადგურის მშენებლობა საქართველოში ხალხს აფიქრებინებს, რომ რუსეთი აქტიურად ემზადება 2008 წლის ომის გასამეორებლად.
პარასკევს იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, როცა მსაჯი თავის მთავარ იარაღს ჩასტვენს, ერთი ფეხბურთელი მეორეს ბურთს მიუგორებს, დაიწყება ფეხბურთის მოყვარულთა უდიდესი ზეიმი, მსოფლიო ჩემპიონატად წოდებული, მსოფლიოს თასის საფინალო ტურნირი.
პრესის მიმოხილვას დავიწყებთ გერმანულ პრესაში - „ბერლინერ ცაიტუნგში“ - გამოქვეყნებული ინტერვიუთი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მისცა გაზეთს. ინტერვიუ ასეა დასათაურებული: „ჩვენ რუსი ტურისტები გვსურს, არა რუსული ტანკები“.
ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიისთვის ისრაელის არმიის მიერ გზის გადაღობვასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მოუწოდა ისრაელს, მოუხსნას ღაზას ბლოკადა, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ იქ შეღწევა დაუბრკოლებლად შეძლოს.
„შეკითხვაზე, იცით, რომ ქვეყანაში საპროტესტო განწყობილება იზრდება, მან ღრმად ჩაისუნთქა და ჩაიჩურჩულა, „კი“. და ის არ თამაშობდა“ - აი, ამას ჰყვება რუსი როკმომღერალი, იური შევჩუკი პრემიერ-მინისტრ პუტინთან შეხვედრის შესახებ.
სულ მცირე, ათი ადამიანის სიკვდილით დასრულდა ისრაელის არმიის თავდასხმა ფლოტილიაზე, რომელიც შეეცადა ღაზის სექტორისთვის ოთხი წლის წინ დაწესებული ბლოკადა გაერღვია და იქ ჰუმანიტარული ტვირთი ჩაეტანა. დახოცილები პროპალესტინელი აქტივისტები არიან.
რადიო თავისუფლების ორი კორესპონდენტის, ნინო თარხნიშვილისა და ეკა ქევანიშვილის, მწერლისა და პოეტის წიგნების პრეზენტაციაა „მეათე სტუდიის“ ამ გამოშვების პირველი სიუჟეტი. მიგიწვევთ, აგრეთვე, გამოფენაზე, რომელზეც იხილავთ საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი ქალების მიერ პატიმრობაში შექმნილ ხელნაკეთ ნივთებს.
ადამიანები როცა მოკლებულნი არიან უნარს იბრძოლონ თავიანთი უფლებების დასაცავად, მსოფლიოში მათ გვერდითაა არაერთი ორგანიზაცია. ისინი თვალყურს ადევნებენ უფლებების დაცვის მდგომარეობას და ზოგი მეტი, ზოგი ნაკლები წარმატებით დარღვევებზე ყურადღების მიქცევას ახერხებს.
ამ დღეებში „შავი ზღვის კომისიამ“ გამოაქვეყნა ანგარიში - „შავი ზღვის რეგიონის ხედვა 2020 წლისთვის“. კომისიაში შედიან პოლიტიოსები, ახლა სახელმწიფო სამსახურში რომ არ იმყოფებიან, ასევე ექსპერტები, ამ რეგიონის ფართო გაგებით, ყველა ქვეყნიდან.
ირანმა თანხმობა განაცხადა თავისი ურანი თურქეთში გაგზავნოს, იქ გადამუშავდეს ბირთვულ საწვავად და შემდეგ უკანვე მიიღოს. ამ შეთანხმებას შუამავლობა გაუწიეს, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვემ და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა.
ავღანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო მეთაურმა განაცხადა, რომ სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაარის თალიბებისგან გასაწმენდად ზაფხულისთვის დაგეგმილი ოპერაცია ქალაქის მოსახლეობისთვის რისკის შემცველი არ იქნება.
დღეიდან, 13 მაისიდან, რუსეთს ოფიციალურად მიენიჭა უფლება, საინტერნეტო მისამართები, დომენები, კირილიცაზე დაიწეროს და ამ ქვეყნის მისამართები დასრულდეს შემოკლებით - „РФ“.
ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფიულემ ბრიუსელში სამეზობლო პოლიტიკა „შთამბეჭდავად“ შეაფასა. მან ხაზი გაუსვა ამ პოლიტიკის წარმატებას ბოლო ხუთი წლის მანძილზე.
ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, კონსერვატორ დევიდ კამერონს პირველი სამუშაო დღე იმ მხრივაც დაამახსოვრდება, რომ ამ ქვეყანას, უკანასკნელი 70 წლის მანძილზე, პირველად მართავს კოალიცია.
ამ კვირაში უცხოეთის პრესაში დაბეჭდილი წერილების მთავარი თემები იყო: მექსიკის ყურეში ეკოლოგიური კატასტროფა, საბერძნეთის საფინანსო კრიზისი და ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები.
ჩამოტვირთე მეტი