ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
37 წელი იმუშავა ოგიუსტ როდენმა თავის "ჯოჯოხეთის კარიბჭეზე", ქანდაკებათა ჯგუფზე, რომელიც პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმის შესასვლელად იყო ჩაფიქრებული. ერთი ასლი როდენის უმთავრესი ნამუშევრისა ციურიხში დგას, ერთ პატარა მოედანზე.
„პერსონა ნონ გრატად“ - „არასასურველ პირად“ - დიპლომატის გამოცხადება და ქვეყნიდან გაძევება იშვიათი არაა სახელმწიფოთა ურთიერთობებში. წელს არაერთ დიპლომატს მოუხდა, და მათ შორის ბევრი იყო რუსეთის წარმომადგენელი, მასპინძელ ქვეყანაში თავის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო შინ დაბრუნება.
რა უნდა ქნას კაცმა, როცა ანტიბიოტიკი აღარ მოქმედებს? ასეთი პრობლემის მქონე ადამიანებმა საქართველოსკენ გასწიეს, რათა იქ ბაქტერიოფაგებით იმკურნალონ. ამასობაში ფაგებით მკურნალობა ბელგიაშიც გახდა შესაძლებელი, წერს თავის სტატიაში „დოიჩე ველე“.
ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველოდან ოჯახიც გახიზნა და თვითონაც გადაიხვეწა, რადგან საფრთხე აშკარა იყო, თბილისში თავდასხმას ბეწვზე გადაურჩა. ბერლინში თავშესაფარი არ მისცეს, რადგან, სავარაუდოდ, ვერ დაადასტურა, რომ ქისტის, ეთნიკური ჩეჩენის სამშობლოში, საქართველოში, მისთვის ცხოვრება სახიფათო იყო. 23 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქში დღისით-მზისით მას მკვლელი ველოსიპედით მიეპარა და პისტოლეტით არაერთი ტყვია დაახალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თავს რუსეთის „გე-ერ-უს“ აგენტი დაესხა. ასე სჯერა მოკლულის ძმას. გერმანიის პოლიცია საქმის ძიებაშია. ამ ქვეყნის მთავრობა, საფიქრებელია, სამართალდამცველების დასკვნებს ელოდება. ოქროპირ რუხაძე ილია სამურგანიდისთან ერთად ბერლინში იყო, მოკლულის ოჯახის წევრებს ესაუბრა, შეკითხვები დაუსვა გამომძიებელს.
პალეოანთროპოლოგი ანი მარგველაშვილი ციურიხში აანალიზებს თავის "მერხზე" ექსპედიციაში მოპოვებულ ვირტუალურ მასალას. ციურიხში გადაღებისას გვითხრა, უკვე იმდენი ხანია აქ ვარ, რომ ციურიხიც ჩემი გახდა, აქ მაქვს შეგრძნება, რომ შინ ვარო.
შვეიცარიაში, ციურიხში, ცხოვრობს ფერმწერი და მუსიკოსი მაკა დადიანი, რომელსაც გადაცემის ავტორი, ოქროპირ რუხაძე, ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად ეწვია შინ, სახელოსნოში, სადაც მხატვარი მუშაობს და ქმნის ამ განსაკუთრებულ, მოძრავ სახვით ხელოვნებას, ასევე პორტრეტებსა და აბსტრაქტულ ტილოებს.
ადრეული ქრისტიანები ქართული მრავალხმოვანი საგალობლის დარად გალობდნენ, - ამას გეტყვიან ბერები გერმანიაში, ქვემო საქსონიაში, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში დაარსებულ მართლმადიდებლურ მონასტერში. ქრისტიანობა მე-11 საუკუნეში გაიყო ორ ნაწილად, მანამდე გერმანელი ქრისტიანები მართლმადიდებლები იყვნენ.
როგორც დირიჟორს, ეროვნება არ მაქვს, - ასე ამბობს დავით კინწურაშვილი. - ახალგაზრდა ადამიანებს გეზი უნდა მივცეთ, ადამიანში კლასიკური მუსიკის სიყვარული უნდა გავაჩინოთ, ესაა, ალბათ, ჩვენი ამოცანაო. ორკესტრის თითოეული მუსიკოსი დამოუკიდებლად სოლისტია, თავისუფალი უნდა დარჩეს.
ჰანოვერის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ შინ, საქართველოში, დაბრუნებას აპირებს ზურაბ ბაკურაძე. ბოშების ინტეგრაცია გერმანიაში, დანაშაულის პრევენცია, ნარკომანია - ესაა თემები, რომლებზეც ზურაბ ბაკურაძე მუშაობს.
პროფესიონალ წყალბურთელს - გერმანიაში, მაგდებურგის წყალბურთელთა გუნდის მწვრთნელს და პოეტს, პავლე ჯაფარიძეს - "სულით თავადს და ფეტიშისტს, მხოლოდ აუზის ქლორი იზიდავს" და რაჭაში, მდინარეში შესვლა ენატრება. მაგდებურგში პავლეს ვესტუმრეთ, მისი კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები გავიცანით.
გულღიად, რეალური თეატრალური ტენდენციების ჩვენებით და მაქსიმალურად ელეგანტური შეფუთვით წარმოდგენილი ქართული თეატრის რეალობა პრაღაში.
გერმანიაში ყველაფერი უკვე გაკეთებულია, საქართველში კი ბევრია გასაკეთებელი, - ასე უყურებს ქვეყანას, სადაც ის რძალი და მასპინძელია, კატრინ თევდორაშვილი, ექვსი შვილის დედა.
ქეთი ლანგრერი ევროპის პარლამენტის წევრობის კანდიდატი იყო გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ქვემო საქსონიის სიაში მერვე ნომრით. მისმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, მაგრამ, წინა წლებთან შედარებით, ცუდი შედეგი აჩვენა. იმის ილუზია, რომ მერვე ნომრით დეპუტატი გახდებოდა, ქეთის არ ჰქონია.
მე-19 საუკუნეში ვაჟთა გიმნაზიისთვის ააშენეს ქალაქ ტვერის სამედიცინო უნივერსიტეტის ეს ჩალისფერი შენობა, რომელიც სოვეტსკაიას ქუჩაზე მდებარეობს.
არის თუ არა კრის დევენპორტი საქართველოში შინ? "ეს ადგილი განსხვავდება იმისგან, საიდანაც მე ვარ. აქაურობა მხიბლავს, მშვენიერია აქ, მაგრამ მე მისი ნაწილი არ ვარ, მე მხოლოდ ვაკვირდები მას", გვითხრა დიპლომატმა.
აპრილის ამ დღეებში, როცა ქრისტეს აღდგომა დასავლეთში უკვე იზეიმეს და აღმოსავლეთში კი მალე აღნიშნავენ ქრისტიანთა უმთავრეს დღესასწაულს, ბარიში, იტალიაში ნიკოლოზის ტაძარი, სადაც საკვირველმოქმედის ნეშტი მე-11 საუკუნეში მირონიდან გადაასვენეს, განსაკუთრებით ბევრ მომლოცველს მიიღებს.
შერეული ორთაბრძოლის 20 წლის ხელოვანი გიორგი ნოზაძე იტალიაში ადრე ემიგრირებულ მშობლებთან ჩავიდა და ახლა ბარიში ცხოვრობს. მუშტი-კრივის ხელოვნებას გორიდან წამოსული სპორტსმენი ალტამურის წარმატებულ კლუბში ხვეწს.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ფოთის ნავსადგურში პირველ აპრილს შევიდნენ და ალიანსის დაბადების დღეს, 4 აპრილს საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად საჩვენებელი სწავლება და ერთდღიანი წვრთნა გამართეს.
ჩამოტვირთე მეტი