აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებიდან ექვსი თვის შემდეგ, ირანის კონფლიქტი კვლავ მოუგვარებელია. მიუხედავად სამხედრო დანაკარგებისა, ირანი ინარჩუნებს გავლენის ბერკეტს ჰორმუზის სრუტეზე.
25 აგვისტოს აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორ ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის შესახებ პირველი ცნობა CBS-მა გაავრცელა. რეტკლიფი რუსეთის დედაქალაქში ლატვიის გავლით ჩაფრინდა.
აშშ-ის სანქციების ექსპერტების განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის ახალი კამპანია ირანის ეკონომიკური იზოლაციისთვის, შესაძლოა, ეფექტიანი ესკალაცია იყოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი თავის მუქარას კონკრეტული ქმედებებით განამტკიცებს.
უკრაინაში ოთხწლიანმა ომმა ფუნდამენტურად შეცვალა გლობალური აღქმა რუსეთის სამხედრო ძალის შესახებ - დაუმარცხებელი მასის შესახებ არსებული მითი ჩაანაცვლა ოპერაციული მარცხის, მძიმე დანაკარგებისა და იძულებითი ადაპტაციის რეალობამ.
მსოფლიოს წამყვანი ავტოკრატიები - ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა - სულ უფრო მეტად იყენებენ ერთმანეთის რესურსებს, სამხედრო შესაძლებლობებსა და გეოპოლიტიკურ ბერკეტებს დასავლეთთან მიმდინარე დაპირისპირებაში.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე ვაშინგტონი მსჯელობს, როგორ შეინარჩუნოს ზეწოლა მოსკოვზე. პარალელურად, აშშ-სთვის გამოწვევად რჩება რუსეთს, ჩინეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
უკრაინა აშშ-ისგან შეიარაღების მთხოვნელის როლიდან გამოდის და სულ უფრო მეტად გვევლინება მისი პარტნიორის როლში.
კაპიტოლიუმის ბორცვზე მშვიდად, მაგრამ მიზანმიმართულად ემზადებიან საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობების ფუნდამენტური გარდაქმნისთვის. საქმე აღარ ეხება დიპლომატიურ წკიპურტებს - ვაშინგტონი ცდილობს ამერიკის თავდაცვის სისტემის ბერკეტების გამოყენებას თბილისის ტრაექტორიის შესაცვლელად.
როდესაც ვაშინგტონი თეირანის მიმართ შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს, ზოგიერთი ანალიტიკოსი ამჩნევს ნაცნობ სქემებს, ამასთან, არა ახლო აღმოსავლეთიდან, არამედ კრემლის არსენალიდან.
აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერები, სავარაუდოდ, მოლაპარაკებას გამართავენ იშვიათ მიწათა ელემენტების - იშვიათი ნივთიერებების ექსპორტსა და ეკონომიკურ დაძაბულობაზე, თეირანსა და აზიაში უსაფრთხოების გარშემო მზარდი უთანხმოების განხილვის პარალელურად.
ბერი პაველი, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიის ყოფილი დირექტორი, უმცროსი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს პრეზიდენტის საგანგებო თანაშემწე, ბოლო დროს ირანის ომის გამო განვითარებული მოვლენების სტრატეგიულ მნიშვნელობას განმარტავს რადიო თავისუფლებასთან ამ ინტერვიუში.
პოლიტიკურ კლიმატში, სადაც ორპარტიული ერთობა სულ უფრო იშვიათია, ამერიკელ კანონმდებლებსა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტებს შორის იშვიათი კონსენსუსი ყალიბდება: მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები გასცდა დიპლომატიურ პარტნიორობას.
ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის შეფასებით, საქართველო კვლავაც რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში, რომლის გარშემოც გეოპოლიტიკური კონკურენცია იზრდება.
„მეგობარი აქტის“ პროექტის თანაავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი იქცა „ბრძოლის ველად“ „იარაღის ძალით მმართველ დიქტატორებსა“ და „კანონის უზენაესობით მართულ დემოკრატიებს“ შორის გლობალურ დაპირისპირებაში.
ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რიუტეს, 9 აპრილს რეიგანის ინსტიტუტში გამოსვლისას პანიკა არ ეტყობოდა. მისი გზავნილი იყო პრაგმატული - ნატოს კრიზისი მოასწავებს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარი საყრდენის გარდაუვალ გარდაქმნას, და არა მის აღსასრულს.
ირანი ტაქტიკურ დაყოვნებას იყენებს სტრატეგიად მოლაპარაკებებში, მიზანია დასრულება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო დარტყმებისა, რამაც გაანადგურა ირანის სამხედრო შესაძლებლობები - ამბობს აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალი, ჯოზეფ ვოტელი.
აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი მეთაური ერაყსა და ავღანეთის სამხედრო კამპანიების დროს, გადამდგარი ოთხვარსკვლავიანი გენერალი, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი დირექტორი, დევიდ პეტრეუსი მხარს უჭერს ტრამპის ადმინისტრაციის ღიაობას ირანზე შეტევის მიღწევებისა და დანაკარგების შესახებ.
ჩამოტვირთე მეტი