აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკა არქტიკაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად ძალისხმევას განაახლებს. რუბიოს თქმით, შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეები და კონკურენტები უკვე აქტიურობენ ამ რეგიონში, რომლის სტრატეგიული მნიშვნელობაც სულ უფრო იზრდება.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე რუსეთსა და ჩინეთთან იემენელი ჰუთების მზარდი კავშირები განიხილეს. კანონმდებლებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ურთიერთობებით გაძლიერდეს გასამხედროებული ჯგუფის მიერ აშშ-ის ინტერესებისა და წითელი ზღვის ნაოსნობისთვის შექმნილი საფრთხე.
ამ კვირაში, CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში მოულოდნელი ვიზიტის მიზანი რუსეთის გაფრთხილება იყო - თავი შეიკავოს ნატოს წევრ ქვეყნებზე, კერძოდ, ესტონეთზე, ლატვიასა და ლიეტუვაზე, თავდასხმისგან.