ლვოვში, ჩეჩნეთის (იჩქერია) პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის სახელობის ქუჩაზე, მემორიალური დაფა გააკეთეს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დუდაევის სახელი მიენიჭა ქუჩებს კიევში, ივანო-ფრანკოვსკში და პოლტავაში.
რა აკავშირებს ჩრდილოეთ კავკასიის განმათავისუფლებელი მოძრაობის ორ ყველაზე ცნობილ მეთაურს უკრაინასთან? მათი სახელობის ბატალიონები რუსეთთან ომში კიევის მხარეს იბრძვიან, ახლახან კი უკრაინის დედაქალაქში შეიხი მანსურის ბატალიონის სახელობის ქუჩა და იმამ შამილის სახელობის სკვერი გაჩნდა.
მოსკოვში კადიროვის შემცვლელზე მსჯელობენ. სახელდებიან „ახმატის“ მეთაური აპტი ალაუდინოვი და დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი. ალაუდინოვი უფრო მოსკოვის ფავორიტია, დელიმხანოვი კი - კადიროვის კლანის ნაწილი. ანალიტიკოსები კადიროვის მთავრობის მეთაურს, მაგომედ დაუდოვსაც, ძლიერ კანდიდატად მიიჩნევენ.
ჩეჩნეთის მეთაურის ჯამრთელობა უარესდება - ზაფხულის დასაწყისიდან მოყოლებული ის თითქმის აღარსად ჩანს. სიუჟეტები კი, სადაც ის თათბირებს ესწრება ნახევარი წუთამდე შემცირდა. ბოლო ასეთ კადრებში რამზან კადიროვი საერთოდ ჩუმად იჯდა.
ჩეჩნეთის მოქმედი ლიდერის რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ფონდმა ახალ-ახალი ავტომობილებით დააჯილდოვა ჩეჩნეთის ყველა იმამი - სულიერი წინამძღოლი.