რუსეთში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მოზარდების წინააღმდეგ ტერორიზმისა და დივერსიის ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, მათ შორის ქვეყნის სამხრეთში და ჩრდილოეთ კავკასიაში.
გროზნოს სასამართლომ იჩქერია „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარა. ახლა რუსეთში სამართლებრივი დევნა არის გათვალისწინებული დამოუკიდებელ ჩეჩნეთთან ნებისმიერი კავშირისთვის.
რამზან კადიროვმა ნოემბრის დასაწყისში პირობა დადო, რომ „თავისი გუნდიდან გარიცხავს“ იმ ჩინოვნიკებს, რომელთა შვილებმა არ იციან ჩეჩნური ენა.
მაისის თვეში, ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში ამნისტირებული დაბრუნდა ყოფილი პოლიციელი, ვადიმ ტეხოვი, რომელიც ყოფილი ცოლის, რეგინა გაგიევას მკვლელობისთვის საპატიმროში 2035 წლამდე უნდა მჯდარიყო.