გადაცემების განრიგი
თავისუფლების ერთი საათი გიორგი გვახარიასთან ერთად
გადაცემის წამყვანი, გიორგი გვახარია, და მისი სტუმრები საუბრობენ თემებსა და მოვლენებზე, რომლებიც შედარებით ნაკლებად გააშუქა ქართულმა მედიამ - პოლიტიკიდან დაწყებული, კულტურით დამთავრებული. ცნობილ ექსპერტებთან ერთად, გადაცემაში მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სახეები, ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები. გამოყენებულია "რადიო თავისუფლების" საარქივო მასალები, რომელთაც გადაცემის სტუმრები "დღევანდელი გადასახედიდან" აფასებენ. გადაცემა ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს, 17:00-ზე, სიხშირეზე FM 107,4.
უხილავი ფარდა
პროგრამაში ვსაუბრობთ თემებზე, რომლებშიც თითქოს ვერკვევით, მაგრამ მათ სრულ აღქმაში ხელს გვიშლის „უხილავი ფარდა“, რომელსაც ვერც ვამჩნევთ და ვრჩებით ილუზიების ტყვეობაში, რომ სამყაროს ვხედავთ და ვიცნობთ. ოქროპირ რუხაძის ერთსაათიანი საავტორო პროგრამა არის მცდელობა, უკეთ შევხედოთ სხვადასხვა ცნობილ ფენომენს. გადაცემა ეთერში გადის ხუთშაბათობით, 19:00-ზე, სიხშირეზე FM 107,4.