გადაცემების განრიგი
თავისუფლების ერთი საათი გიორგი გვახარიასთან ერთად
გადაცემის წამყვანი, გიორგი გვახარია, და მისი სტუმრები საუბრობენ თემებსა და მოვლენებზე, რომლებიც შედარებით ნაკლებად გააშუქა ქართულმა მედიამ - პოლიტიკიდან დაწყებული, კულტურით დამთავრებული. ცნობილ ექსპერტებთან ერთად, გადაცემაში მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სახეები, ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები. გამოყენებულია "რადიო თავისუფლების" საარქივო მასალები, რომელთაც გადაცემის სტუმრები "დღევანდელი გადასახედიდან" აფასებენ. გადაცემა ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს, 17:00-ზე, სიხშირეზე FM 107,4.
ინტერVIEW
ყოველკვირეული გადაცემა „ინტერVIEW“ არის რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი. მასში მონაწილეობისთვის ვიწვევთ ყველას, ვინც გავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე. „ინტერview“ არის პრაღა-თბილისის ტელეხიდი, რომელსაც სალომე ასათიანი უძღვება რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიიდან. გადაცემას შეგიძლიათ უყუროთ ყოველ ხუთშაბათს, 20:30-ზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. ასევე რადიო თავისუფლების ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge