ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პირველადი მოხმარების ნივთებზე, საყოფაცხოვრებო ქიმიასა და, რაც მთავარია, პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად იზრდება. ადგილობრივი ექსპერტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათ შორის, გლობალურ ეკონომიკურ არასტაბილურობას, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
უკრაინაში, ომში დაიღუპა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საბრძოლველად წასული კიდევ ორი სამხედრო, ალან დუდაევი და ოლეგ ალბოროვი, იტყობინება სააგენტო „რესი“, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებს ეყრდნობა.
8 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, საარჩევნო უბნების დახურვიდან 4 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა არჩევნებში დამარცხება აღიარა. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ალან გაგლოევს წარმატება უსურვა.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში საომრად გაგზავნილ ჯარისკაცებს „ელემენტარული პირობები“ უნდა ჰქონდეთ.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოხსნილი კანდიდატები ერთიანდებიან და არსებული დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ ქმედებებზე გადადიან.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებნი, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში გაემგზავრნენ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტობის 15 კანდიდატი, 8-დან 10 მარტამდე, ოსური და რუსული ენების ცოდნის ლინგვისტურ გამოცდას ჩააბარებს. თითოეულმა მათგანმა უნდა დაწეროს ორი კარნახი ოსურ და რუსულ ენებზე და გაიაროს ზეპირი გასაუბრება კომისიის წევრებთან.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული მამუკა ჩხიკვაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ჯერ აღძრული არ არის. ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა უთხრა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, თითქმის სამკვირიანი ლოკდაუნის შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რესტორნებმა და გასართობმა ცენტრებმა მუშაობა განაახლეს.
ჩამოტვირთე მეტი