გრიგოლ რობაქიძის „მიმართვა ქართველი ახალგაზრდობისადმი“ არის მწერლის ერთ-ერთი უიშვიათესი აუდიოჩანაწერი. მიმართვა ეთერით გადაიცა 1954 წლის 26 ივლისს, როცა ემიგრაციაში მცხოვრები მწერალი რადიო თავისუფლების მიუნხენის ოფისში იმყოფებოდა სტუმრად.
რადიო თავისუფლების არქივში დაცული ეს გადაცემა ეძღვნება 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს, როცა საბჭოთა უშიშროების ძალებმა თბილისში მშვიდობიან დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. პროგრამის ეთერში გასვლის თარიღი უცნობია.
რადიო თავისუფლების ამ საარქივო ჩანაწერში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს პირველი ელჩი საბჭოთა რუსეთში, გრიგოლ ურატაძე, ჰყვება 1920 წელს მოსკოვში გამგზავრებასა და ლენინთან მოლაპარაკებებზე.
მას მერე, რაც ძველთაძველი რადიომიმღების სახელურის ტრიალს და ანტისაბჭოთა ხმების სმენას მივეჩვიე, ათწლეულები გავიდა. წელს რადიო თავისუფლება 70 წლის გახდა. ეს პოდკასტი რადიო თავისუფლებაზეა - მის არქივზე და მის წარსულზეა, ცოტა - ჩემს წარსულზეც.
გთავაზობთ ინტერვიუს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოღვაწესთან, აღმოსავლეთის ისტორიის მსოფლიო მასშტაბის სპეციალისტთან და საზოგადო მოღვაწესთან, პროფესორ მიხეილ (მიხაკო) წერეთელთან. ინტერვიუ უძღვება კარლო ინასარიძე. ის ეთერში გადაიცა 1960 წლის 3 იანვარს.