Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება 70: ინტერვიუ მიხაკო წერეთელთან (3.01.1960)


რადიო თავისუფლება 70: ინტერვიუ მიხაკო წერეთელთან (3.01.1960)
please wait

No media source currently available

0:00 0:38:32 0:00
გადმოწერა

ეს ჩანაწერი შეიცავს ინტერვიუს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოღვაწესთან, აღმოსავლეთის ისტორიის მსოფლიო მასშტაბის სპეციალისტთან და საზოგადო მოღვაწესთან, პროფესორ მიხეილ (მიხაკო) წერეთელთან. ინტერვიუში საუბარია მ. წერეთლის სამეცნიერო საქმიანობაზე, ქართველოლოგიურ კვლევაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ისტორიაზე, მეცნიერების დონეზე საბჭოთა საქართველოში. ინტერვიუ, რომელსაც კარლო ინასარიძე უძღვება რადიო თავისუფლების მიუნხენის სტუდიაში, ეთერში გადაიცა 1960 წლის 3 იანვარს.

წელს რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია 70 წლის გახდა. ჩვენი პირველი გადაცემა 1953 წლის 3 მარტს გავიდა ეთერში. ეს კერძო ამერიკული მედიაკორპორაცია, რომელსაც აშშ-ის კონგრესი აფინანსებს, შეიქმნა როგორც საბჭოთა პროპაგანდის საპირწონე და მას მერე მისი მიზანი იყო, საბჭოთა ბლოკში მცხოვრები ადამიანებისთვის მათივე ცხოვრების შესახებ მიეწოდებინა სიმართლე, მოეთხრო იმაზე, რასაც კომუნისტური რეჟიმები უმალავდნენ ხალხს. საბჭოთა ბლოკის დამხობის შემდეგ მან უკვე თავისუფლად დაიწყო მუშაობა, მათ შორის საქართველოშიც. თუ როგორ მუშაობს ეს მედიაორგანიზაცია ციფრულ ეპოქაში, იოლად მოსაძიებელია რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში. მაგრამ 70 წლისთავთან დაკავშირებით გვინდა გაგაცნოთ მასალები რადიო თავისუფლების არსებობის პირველი ათწლეულებიდან. აუდიოარქივი მოიცავს სხვადასხვა პერიოდს, თემასა და ჟანრს. დროთა განმავლობაში თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება რადიო თავისუფლების აუდიოარქივის უდიდესი ნაწილი, რომელიც რადიო თავისუფლების ვებსაიტზე განთავსდება.

XS
SM
MD
LG