Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი ფინანსური დახმარების მეორე პაკეტს ელის


ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები დღეს, როგორც ელიან, მოიწონებენ საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების მეორე პაკეტის - 130 მილიარდი ევროს - გამოყოფას.

მინისტრებმა გამოთქვეს იმედი, რომ ეს ნაბიჯი ერთიანი ევროპული ვალუტის გარშემო შექმნილ ვითარების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.

ამავე დროს, დიპლომატებისა და ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ახალი პაკეტი საბერძნეთის ეკონომიკურ პრობლემებს ვერ გადაჭრის და პრობლემების მოგვარებას სულ მცირე 10 წელი დასჭირდება.
XS
SM
MD
LG