Accessibility links

logo-print

ნიკა ჩხეიძე: ლიტვაში განსაკუთრებულად უყვართ საქართველო


"უხილავ ფარდაში" განვაგრძობთ ციკლს უცხოეთში საქართველოდან სასწავლად და სამეცნიერო ხარისხის მისაღებად წასული ახალგაზრდების შესახებ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ლიტვის ქალაქ კაუნასის ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ჩხეიძე. ნიკა ჩხეიძე კაუნასში პოლიტიკურ მეცნიერებებსა და დიპლომატიას სწავლობს და თავისი შეგნებული ცხოვრების ნახევარი, როგორც დიპლომატის ვაჟმა, უკვე გაატარა უცხოეთში, ბელგიასა და ნიდერლანდში. ჩვენი პირველი შეკითხვა 23 წლის სტუდენტისადმი, რომელიც თავის დაბადებას ქრისტეშობის დღეს, 25 დეკემბერს აღნიშნავს ხოლმე, ამ საზღვარგარეთულ გამოცდილებას, სიყმაწვილის პერიოდში უცხოეთში ცხოვრების გავლენას შეეხებოდა.

XS
SM
MD
LG