Accessibility links

logo-print
საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს თემაზე აზრთა სხვადასხვაობა გრძელდება. 2014 წლის 2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი დააკმაყოფილა და კომპანია RMG-ს ამ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება შეუჩერა. ამ გადაწყვეტილებამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია RMG-ის უკმაყოფილება გამოიწვია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია RMG-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება შეუჩერა. ეს უფლება კომპანიას 2014 წლის 13 მარტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიანიჭა. სასამართლოს განჩინების მიხედვით კი, RMG ამ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულს ვერ მოიპოვებს, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ეს განჩინება უსამართლოდ მიიჩნია როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ასევე კომპანია RMG-ის წარმომადგენლებმა.

კომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ნიკო სისაურის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება აზიანებს როგორც კომპანია RMG-ს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას:
აბსოლუტურად ლოგიკური და დასაბუთებული იყო სასამართლოს განჩინება, ვინაიდან ჩვენ კონკრეტული მტკიცებულებები წარვუდგინეთ, რომელიც გამყარებულია როგორც ვიდეოფაქტებით...

„ვთვლით, რომ ეს განჩინება მიღებულ იქნა მხოლოდ ერთი მხარის პოზიციების გათვალისწინებით. მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ამ აქტის მოქმედებით ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი ადგება თავად კომპანიას, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას. ასევე, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა იურიდიული არგუმენტაცია, რომელზე საუბრისგანაც ახლა თავს შევიკავებ“.

სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, განმარტავს, რომ სასამართლომ სამართლიანი, ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილება მიიღო:

„აბსოლუტურად ლოგიკური და დასაბუთებული იყო სასამართლოს განჩინება, ვინაიდან ჩვენ კონკრეტული მტკიცებულებები წარვუდგინეთ, რომელიც გამყარებულია როგორც ვიდეოფაქტებით, ასევე ოფიციალური ადმინისტრაციული ორგანოების მოხსენებითი ბარათებით“.
ობიექტის სტატუსი გაუქმდა იმიტომ, რომ არ დადასტურდა ძველი მაღაროს და, შესაბამისად, კულტურული ფენების არსებობა. მონიტორინგი იყო მოწვეული მხოლოდ იმიტომ, რომ თუ მაინც არის რაღაც რისკი, სამუშაოები სწორედ მონიტორინგის ქვეშ უნდა წარიმართოს...

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებს შორის იყო საყდრისი-ყაჩაღიანზე დარღვევების შესახებ სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი მიწერილი წერილი.

კომპანია RMG-ის დირექტორი გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში, სოსო ცაბაძე, მიიჩნევს, რომ ყველა ეს მტკიცებულება საფუძველსაა მოკლებული:

„ობიექტის სტატუსი გაუქმდა იმიტომ, რომ არ დადასტურდა ძველი მაღაროს და, შესაბამისად, კულტურული ფენების არსებობა. მონიტორინგი იყო მოწვეული მხოლოდ იმიტომ, რომ თუ მაინც არის რაღაც რისკი, სამუშაოები სწორედ მონიტორინგის ქვეშ უნდა წარიმართოს და თუ ამ სამუშაოების დროს რაღაც კულტურული ფენა გამოვლინდა, სამუშაოები წყდება. სასამართლო დაეყრდნო, უბრალოდ, ეჭვს".

სულხან სალაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას ასე განმარტავს:
„სასამართლომ თქვა, რომ იქ თუ სამუშაოები გაგრძელდება და კომპანია იქ წიაღისეულს მოიპოვებს, შესაძლებელია, მე თუ მომავალში ამ სარჩელს დავაკმაყოფილებ, როცა განვიხილავ საბოლოოდ, ის სიკეთე, რის გამოც მე სარჩელი უნდა დავაკმაყოფილო, შეიძლება, ბუნებაში აღარ არსებობდეს“.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა:

„ჩვენ დღეს გვექნება თათბირი და სამინისტრო, ალბათ, ამას გაასაჩივრებს. კომპანიასაც დაუკავშირდება ჩვენი იურისტი და შეიძლება მან (კომპანიამ) გაასაჩივროს“.

კომპანია RMG საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას დღეს, 3 ივნისს, სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
XS
SM
MD
LG