Accessibility links

როგორ ვებრძოლოთ ფემიციდს


ფემიციდი - გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა, შესაძლოა, „სისხლის სამართლის კოდექსის“ სპეციალური მუხლით, როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, დასჯადი გახდეს, დამნაშავე კი, საერთო ჯამში, 11-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს. ამ ინიციატივით პარლამენტში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ დეპუტატები თამარ კორძაია და თამარ ხიდაშელი გამოვიდნენ. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, თამარ კორძაია, „გენდერულ ამბებში“ ამ ინიციატივას საქართველოში არსებული საგანგაშო სტატისტიკით ხსნის: ქმრების ან პარტნიორთა მხრიდან ქალების მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საერთო რიცხვმა 2014-15 წლებში 60-ს გადააჭარბა. გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი, ფსიქოლოგი, ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ ხელმძღვანელი რუსუდან ფხაკაძე იმაზე საუბრობს, თუ როგორ შეიძლება ქალის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენცია ისე, რომ საქმე მძიმე დანაშაულამდე არ მივიდეს. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG