Accessibility links

რა ქმნის და ავითარებს მედიას საქართველოში?


ნანა საჯაია, ზვიად ქორიძე

ნანა საჯაია, ზვიად ქორიძე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის 4 თებერვლის ჟურნალისტებთან შეხვედრამ იმაზე მეტი ვნებათაღელვა გამოიწვია, ვიდრე რომელიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლის პრესკონფერენცია გამოიწვევდა. ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის დასაწყისშივე მნიშვნელოვანი დრო დაუთმო მედიის როლზე, მისი ხარისხიანობის მნიშვნელობაზე ლაპარაკს და აღნიშნა, რომ მისი არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს ჟურნალისტების გადამზადებას, ახალი ანალიტიკოსების მომზადებას, მედიაკვლევების დაფინანსებას, რითაც, მისი თქმით, გაიზრდება მედიის პასუხისმგებლობა. დღევანდელი სადისკუსიო რუბრიკის თემაა - რა ქმნის პასუხისმგებლობიან მედიას და რა მნიშვნელობა აქვს მედიის განვითარებისთვის პროცესის ბუნებრიობას? თბილისის სტუდიის სტუმრები არიან მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაანალიტიკოსი ნანა საჯაია. საუბარს ნინო გელაშვილი უძღვება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG