Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: აღმოსავლეთ უკრაინაში სამოქალაქო მსხვერპლი გაიზარდა 


ხარკოვის რეგიონი, 2016 წლის 27 ივლისი
ხარკოვის რეგიონი, 2016 წლის 27 ივლისი

აღმოსავლეთ უკრაინაში გაერომ აღრიცხა განვლილი წლის განმავლობაში სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

გაეროს ადამიანის უფლებათა უწყებამ 3 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ ივნისში დაიღუპა 12 და დაიჭრა 57 სამოქალაქო პირი, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წლევანდელი მაისის მაჩვენებელს და ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლია 2015 წლის აგვისტოს შემდეგ. სულ აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ბრძოლაში დაღუპულია 9400-ზე მეტი ადამიანი. გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ინფორმაციით, ბოლო ორ თვეში მსხვერპლის ნახევარზე მეტი მოჰყვა ჭურვებით განხორციელებულ იერიშებს. დაპირისპირებულმა მხარეებმა შარშან თებერვალში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ბრძოლის შეწყვეტას ითვალისწინებს, თუმცა დოკუმენტის ბევრი პუნქტი, მათ შორის ფრონტის ხაზიდან მძიმე სამხედრო ტექნიკის გატანა, ჯერაც არ არის შესრულებული.

XS
SM
MD
LG