Accessibility links

"მეათე სტუდიაში" დღეს დავუბრუნდებით ბოლო დროის ერთ-ერთ მთავარ სამეცნიერო მიღწევას, გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას. ამჯერად ფიზიკოსი ანდრია როგავა უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს, მაგალითად, იმაზე, თუ რამდენად ზემოქმედებს ჩვენი გალაქტიკიდან შორს ორი შავი ხვრელის შეერთებით გამოწვეული გრავიტაციული ტალღები ჩვენზე, ადამიანებზე, ჩვენს ჯანმრთელობაზე. მეცნიერებას შეეხება საუბარი "მეათე სტუდიისათვის" მომზადებულ კიდევ ერთ სიუჟეტში, უჩვეულო კუთხით: მოისმენთ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რა აქვთ საერთო მათემატიკასა და ლიტერატურას. მიგიწვევთ თბილისის ისტორიის მუზეუმში გენდერული ძალადობისა და უთანასწორობის წინააღმდეგ მებრძოლ ქალებზე სასაუბროდ და გიამბობთ რუსი მხატვარი ქალის აქციაზე, რომელიც ბორის ნემცოვის ხსოვნას მიეძღვნა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG