Accessibility links

logo-print

შეზღუდული თვითმმართველობის შეზღუდული პროექტი


პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საქართველოს პარლამენტი აპირებს 12 ოქტომბერს პირველი მოსმენით განიხილოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული თვითმმართველობის კოდექსის პროექტი, რომელმაც პატრიარქისა და ოპოზიციური პარტიების მიერ გამოთქმული კრიტიკის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. არსებითად შეიცვალა კოდექსის მეშვიდე კარი, რომელიც რეგიონალური საკონსულტაციო ორგანოების შექმნის წესსა და კომპეტენციას განსაზღვრავს. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა პარლამენტის საპროცედურო, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივმა სხდომამ, რომელიც 11 დეკემბერს გაიმართა. რა სახე მიიღო თვითმმართველობის კოდექსის პროექტმა კონსულტაციების შემდეგ?
თვითმმართველობა რაიონის, ქალაქის დონეზე უნდა იყოს თვითმმართველი და მისი საქმიანობა უნდა რეგულირდებოდეს ისე, რომ დამატებით ცენტრალური რგოლის ჩარევა არ უნდა სჭირდებოდეს. ასე რომ, სამხარეო რგოლი, ჩემი აზრით, არის არასწორი დანამატი...

საკომიტეტო განხილვაზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უძღვებოდა, ბევრი შენიშვნა გამოითქვა, თუმცა კომიტეტების გაერთიანებულმა სხდომამ მაინც დაუჭირა მხარი მთავრობის შემუშავებულ თვითმმართველობის კოდექსის პროექტს. წინააღმდეგი იყო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, რომელმაც საკმარისად არ მიიჩნია კოდექსის მეშვიდე კარში შეტანილი ცვლილებები და მისი საერთოდ ამოღება მოითხოვა:

„მიმაჩნია, რომ თვითმმართველობა რაიონის, ქალაქის დონეზე უნდა იყოს თვითმმართველი და მისი საქმიანობა უნდა რეგულირდებოდეს ისე, რომ დამატებით ცენტრალური რგოლის ჩარევა არ უნდა სჭირდებოდეს. ასე რომ, სამხარეო რგოლი, ჩემი აზრით, არის არასწორი დანამატი, რომელიც ქვეყნისთვის შეიძლება გადაიქცეს პრობლემად“.

კოდექსის პროექტის მეშვიდე კარის მიხედვით, რეგიონების დონეზე გუბერნატორებთან იქმნება საკონსულტაციო ორგანოები, რომლის სტრუქტურა, როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და კოდექსის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი მელაშვილი ამბობს, კონსულტაციების შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ:

„გუბერნატორთან შეიქმნება საკონსულტაციო ორგანო, რომელსაც არ ეყოლება ხელმძღვანელი, სხდომებს კი გუბერნატორი წარუძღვება. მასში შევლენ გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტიდან გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. რაც შეეხება ფუნქციებს: ეს ორგანო მიიღებს მონაწილეობას რეგიონალური განვითარების პროგრამების შემუშავებაში, გუბერნატორებს მისცემს შესაბამის რეკომენდაციებს იმ პროექტების განხორციელებაზე, რომელსაც დაავალებს გუბერნატორს ცენტრალური ხელისუფლება“.

ამგვარმა ცვლილებამ კმაყოფილი დატოვა არასაპარლამენტო ოპოზიცია. „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის თქმით, ხელისუფლებამ დათმო ყველაზე მავნებლური ინიციატივა.

„რეგიონალური გაერთიანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით - ასეთი რამ აღარ იარსებებს, იქნება მხოლოდ საკონსულტაციო ორგანოები გუბერნატორებთან. გუბერნატორის ფუნქციები დიდად არ იცვლება, ემატება მხოლოდ გარკვეული ეკონომიკური საკითხები. ეს მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ მხარეების დაყოფა ამ კუთხით აღარ ხდება, მაგრამ სხვა მხრივ, ბევრი ლევან ვეფხვაძე

ლევან ვეფხვაძე

თემა გაურკვეველია, მაგალითად, გაურკვეველია თვითმმართველი ქალაქების შექმნისა და მათ გარშემო არსებული სოფლების გაერთიანების სქემა და ა.შ.“

კოდექსის პროექტის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება ქალაქს, რომლის მოსახლეობა, სულ ცოტა, 15 ათასია. შესაბამისად, კოდექსის მიღების შემთხვევაში, ხუთ არსებულ თვითმმართველ ქალაქს დაემატება შვიდი. გარდა ამისა, თვითმმართველობები მიიღებენ მეტ ფინანსურ დამოუკიდებლობასაც. მოქმედი კანონმდებლობით, საშემოსავლო გადასახადი მთლიანად ცენტრალურ ბიუჯეტში ირიცხება, თვითმმართველობებს კი მხოლოდ ქონების გადასახადი რჩებათ. ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის თქმით, კოდექსის მიღებით ეს ვითარება შეიცვლება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი გადასახადის რა ნაწილი დარჩება ადგილებზე და რომელი გადაირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში.

თენგიზ შერგელაშვილის თქმით, კოდექსის პროექტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, თბილისში აღარ შეიქმნება უბნის, ხოლო სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოები.
XS
SM
MD
LG