Accessibility links

აბაშიძე-კარასინის შეხვედრები: ხარჯები და სარგებელი


„რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის საქმიანობაზე 2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით ბიუჯეტიდან 736 637 ლარი დაიხარჯა“.- ამ მონაცემებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს.​

ორგანიზაციის მედიაპროგრამის მენეჯერი - მამუკა ანდღულაძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს:

"ვინაიდან ამ ფორმატის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს მისი შექმნის დღიდან და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი მიდის რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე, საინტერესო იყო გაგვეგო რამდენს ხარჯავს ხელისუფლება, გამოვითხოვეთ მონაცემები და ეს ციფრები ავსახეთ გრაფიკებში.

რამდენად ადეკვატურია გაწეული ხარჯი და შედეგიანია ფორმატი ეს უკვე საზოგადოების დისკუსიის საგანია, ამ შემთხვევაში მხოლოდ ფინანსური ხარჯი დავთვალეთ."

შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის არაფორმალური შეხვედრების ფორმატი 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და მას შემდეგ წელიწადში რამდენჯერმე პრაღაში იმართება . მისი მიზანი კი ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ-კულტურული საკითხების მოგვარებაა, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაწყდა დიპლომატიური კავშირი.

მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში და დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG