Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოქალაქეებს აქვთ მოლოდინი, რომ სახელმწიფო დაეხმარება მათ"


8 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის ტრიბუნალის) მიერ წარმოებული გამოძიების ფონზე ომით დაზარალებულების, ომის დანაშაულის მსხვერპლების უფლებრივ მდგომარეობაზე. მან ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების მიერ ომის დანაშაულების, ომით დაზარალებულების შესახებ ინფორმაციის დროულად (2008 წლის აგვისტოდანვე) შეგროვების მნიშვნელობაზე. ალეკო ცქიტიშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ გამოძიების დასრულებამდე და კონკრეტული დამნაშავეების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომამდე აქტუალურია ომით დაზარალებულების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ჰააგის ტრიბუნალის გამოძიების პროცესში დაზარალებულთა ინტერესების დაცვის ხელშეწყობისთვის მუშაობენ: "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "საერთაშორისო სამართლიანობა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცი" და "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი". "საერთაშორისო სამართლიანობის" (Justice International) ხელმძღვანელმა ნიკა ჯეირანაშვილმა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, რომელშიც გამოძიების პროცესში დაზარალებულთა ინტერესების დაცვისთვის გააქტიურების საჭიროებას უსვამს ხაზს. ალეკო ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ჰააგის ტრიბუნალის პარალელურად საჭიროა ომის დანაშაულების გამოძიება გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლებამ, რადგან ტრიბუნალი ვერ მოიცავს ყველა დანაშაულსა და ყველა კატეგორიის დამნაშავეს.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG