Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამომრჩეველმა წითელი ბარათი უჩვენა ხელისუფლებას“


25 საპრეზიდენტო კანდიდატიდან სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ხმათა უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმათა ძირითადი ნაწილი სამ კანდიდატზე გადანაწილდა. რეგიონში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმების, დაახლოებით, 46 % მოიპოვა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის ყველა მოქალაქის საპატიო მოვალეობაა. ზაზა მელიქიძე ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება.

არჩევნების შედეგები სამცხე-ჯავახეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:02 0:00
გადმოწერა

"ამომრჩეველმა უარი უთხრა უცბად გამდიდრებულ მაღალჩინოსნებს, გაზრდილ კრიმინალს, უსამართლობას ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სახით და ცარიელ მაცივარს“, – აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ახალციხეში. ირაკლი ბარძიმაძის აზრით, არჩევნების შედეგების გარდამტეხი მაინც აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება იყო. ამბობს, რომ მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვს.

25 საპრეზიდენტო კანდიდატიდან სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმათა ძირითადი ნაწილი სამ კანდიდატზე გადანაწილდა. რეგიონში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმების, დაახლოებით, 46 % მოიპოვა...

არჩევნების შედეგები, სამოქალაქო საზოგადოების მესხი წარმომადგენლების აზრით, დემოკრატიულია. ადამიანებმა უარი უთხრეს მათ, ვისი იმედიც აღარ აქვთ და საკუთარი პროტესტი არჩევნების გზით, ცივილიზებურად გამოხატეს. სამოქალაქო საზოგადოება "ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ საზოგადოება კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რათა ერთი და იგივე ადამიანებმა ვერ შეძლონ მუდმივად ქვეყნის განვითარების შეფერხება. ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ "მოსახლეობამ ხელისუფლებას წითელი ბარათი უჩვენა".

დარღვევების მიუხედავად, არჩევნები, შეიძლება ითქვას, მაინც დემოკრატიულად ჩატარდა. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოხატა მოქალაქეთა ნება და პოლიტიკოსებს ცხადად აჩვენა, როგორი გზით სურს ხალხს, ქვეყანა განვითარდეს. "დემოკრატ მესხთა კავშირში“ ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსებმა საქართველოს საშინაო და საგარეო კურსის კორექტირება უნდა მოახდინონ. კავშირის თავმჯდომარე გიორგი ანდღულაძე განმარტავს, რომ წითელი ხაზი მაინც ნარკოპოლიტიკა, პარლამენტის დედაქალაქში გადატანისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაჟღერება აღმოჩნდა.

რაც შეეხება მეორე ტურს, ახალციხეში მიაჩნიათ, რომ გამარჯვებას, საბოლოოდ, მოსახლეობის მობილიზება და საარჩევნო პროგრამების ამომრჩევლებამდე სწორად მიტანა განაპირობებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG