Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოქმედდება თუ არა MAP-ი ბოსნიისათვის?


ბოსნიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დრაგან ჩოვიჩი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ბოსნიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დრაგან ჩოვიჩი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

მინისტერიალზე ნატო აპირებს აამოქმედოს ბოსნია-ჰერცეგოვინისათვის დახმარებისა და კონსულტაციების პროგრამა, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმ გზაზე, რომელიც ბალკანეთის ამ ქვეყნის ნატოში საბოლოო გაწევრიანებას ისახავს მიზნად.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები წლის ბოლო შეხვედრაზე, 4-5 დეკემბერს, მხარს დაუჭერენ ბოსნიისათვის ჯერ კიდევ 2010 წელს დამტკიცებული გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) გააქტიურებას.

„იმედი მაქვს, მინისტრები დათანხმდებიან, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ბოსნიის პირველი ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, შემდეგ კი ბოსნია გადაწყვეტს, გამოიყენებს თუ არა ის ამ შესაძლებლობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

MAP-ი იმ აუცილებელი რეფორმების პროცესია, რომელიც ქვეყანას წევრობისათვის ამზადებს. ბოსნიამ 8 წლის წინ მიიღო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ იმ დათქმით, რომ გეგმა ძალაში შევიდოდა მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ.

პროცესი შეფერხდა უძრავი სამხედრო ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ფედერალურ დონეზე, რადგან მას ეწინააღმდეგება ორსუბიექტიან ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკა სპრსკა, სადაც უმრავლესობას ეთნიკური სერბები შეადგენენ.

ამ ვითარებაში ნატოელმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს იარონ წინ, რათა არ მისცენ ბოსნიელ სერბებს შესაძლებლობა ვეტო დაადონ MAP-ს. მაგრამ გაწევრიანების პროცესის ბოლომდე მისაყვანად ალიანსის მთავარი მოთხოვნა კვლავ სამხედრო ქონების ფედერალურ დონეზე რეგისტრაციაა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG