Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტები აპროტესტებენ რუსეთში „ტელეგრამის“ დაბლოკვას


მოსკოვის სასამართლოს განკარგულებით, რუსეთში შეიზღუდება წვდომა მოკლე შეტყობინებების პოპულარულ აპლიკაცია „ტელეგრამზე“. 13 აპრილის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, თუმცა ის მაინც ამწვავებს შეშფოთებას იმის გამო, რომ კრემლი აპირებს კიდევ უფრო შეზღუდოს რუსეთში ოპოზიციური აზრის გამოხატვის საშუალებები.

რუსეთში შეიზღუდება „ტელეგრამზე“ წვდომა

  • „ტელეგრამი“ 2013 წელს დააარსეს ძმებმა დუროვებმა. დღეს მას მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
  • პროგრამას იყენებენ კრემლის კრიტიკოსები ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაგეგმავად და ინფორმაციის გასავრცელებლად.
  • მოსკოვის სასამართლოს განკარგულებით, რუსეთში შეიზღუდება წვდომა მოკლე შეტყობინებების პოპულარულ აპლიკაცია „ტელეგრამზე“.

სასამართლოს გადაწყვეტილება შედეგია ეფესბესა და „ტელეგრამს“ შორის რამდენიმეთვიანი დაპირისპირებისა. ფედერალური უშიშროების სამსახური აპლიკაციის შემქმნელებისგან მოითხოვდა ე.წ. გასაღებს, რომელიც მას მომხმარებლების პირადი მიმოწერის წაკითხვის საშუალებას მისცემდა. „ტელეგრამის“ თანადამფუძნებელმა პაველ დუროვმა, რომელიც რუსეთშ არ ცხოვრობს, უარი განაცხადა უშიშროებასთან თანამშრომლობაზე და მოთხოვნას არაკონსტიტუციური უწოდა.

დუროვმა „ტელეგრამის“ ადვოკატებს სთხოვა არ დასწრებოდნენ ტაგანკის რაიონის სასამართლოს სხდომას, რომელიც მას „ფარსად“ მიაჩნია. მოსამართლე იულია სმოლინამ გადაწყვეტილება სხდომის დაწყებიდან 20 წუთში გამოიტანა.

სმოლინას განკარგულებით, „ტელეგრამზე“ წვდომა დაუყოვნებლივ შეიზღუდება, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებები ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც აპელაციის შესაძლებლობა ამოიწურება.

ადამიანის უფლებების დამცველმა და „ტელეგრამის“ ადვოკატმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია და კომპანია კვლავინდებურად უარს ამბობს „გასაღები“ უშიშროების სამსახურებს გადასცესო. მან თქვა ასევე, „ტელეგრამი“ ეცდება თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით გვერდი აუაროს აკრძალვასო.

პაველ დუროვი
პაველ დუროვი

„ტელეგრამი“ 2013 წელს დააარსეს ძმებმა დუროვებმა. დღეს მას მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ამ პროგრამას იყენებენ კრემლის კრიტიკოსები ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაგეგმავად და ინფორმაციის გასავრცელებლად.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG