Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს


პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ:

„გამოვიდეთ ყველანი, ერთად ერთის წინააღმდეგ. არ დავანებოთ ივანიშვილს ჩვენი სამშობლო. ძალაუფლება ხალხს. მობილიზაცია დაწყებულია და ჩვენ არ დავიშლებით, სანამ ეს ნაძირლები საკუთარ გადაფურთხებულს არ ალოკავენ“.

14 ნოემბერს, 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ქართული ოცნების“ 92 დეპუტატის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. სხდომათა დარბაზში 141 დეპუტატი იმყოფებოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. „კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორისაა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს სრულად დაუჭირეს მხარი ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.

საკონსტიტუციო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წლიდან ითვალისწინებდა, ნაცვლად 2024 წლისა, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია ასახული. კანონპროექტით იკრძალებოდა ბლოკების შექმნა და წესდებოდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG