Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა წიქარიშვილი: "მნიშვნელოვანია, ცივი გონებით ვიმოქმედოთ"


რას ამბობს "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი აქციების გაგრძელების და შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან შეხვედრის შესახებ: "შესაძლოა, ის წინააღმდეგობები, რომლებიც [ჩვენ მიმართ] გამოიკვეთა საზოგადოებაში, იმის ბრალია, რომ ხალხთან ჩვენი მესიჯები ისე ვერ მივიტანეთ, როგორც საჭირო იყო". ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციის გამართვა დღის წესრიგში მაინც დგას, თუმცა სახეზეა მეთოდური მუშაობის ნაკლებობაც. „მიგვაჩნია, რომ ერთობლივი აზრის შექმნა და საერთო ბრძოლის ერთობლივი ხედვით გაგრძელება მნიშვნელოვანია, დავმშვიდდებით და ერთობლივ სტრატეგიაზე ვიმუშავებთ. ამასობაში დაიგეგმება ეს შეხვედრაც სამინისტროებთან, რომელიც, როგორც ვთქვი, გადამწყვეტი იქნება“. ბექა წიქარიშვილის შეფასებით, 12-13 მაისის საპროტესტო აქციების შემდეგ გასული ერთი კვირის განმავლობაში ბევრი განსხვავებული აზრი და ხედვა გამოიკვეთა, თუმცა გამოჩნდა „ღია ფანჯარაც“, რომ საჭირო და შესაძლებელია სხვადასხვა საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფების გაერთიანება და სისტემურ პრობლემებთან ერთიანი ძალებით დაპირისპირება. „აქამდე, ფაქტობრივად, არ გვახსოვს ასეთი ერთობლივი სამოქალაქო ბრძოლა სხვადასხვა საკითხზე ერთად. ამიტომ ვფიქრობთ, საყოველთაო ფორმატში, ყრილობის სახით შეკრებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG