Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის დაფინანსებული პარკი გაიხსნა - დენდროლოგიური ბაღი კიდევ სხვაა


ოზურგეთში, შეკვეთილთან, ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული ახალი პარკი გაიხსნა.

არ აგერიოთ ეს ადგილი შეკვეთილის დიდ დენდროლოგიურ პარკში, რომლისთვისაც ხეებს ბიძინა ივანიშვილი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არჩევს.

​წვერმაღალას პარკის მოსაწყობად ივანიშვილმა ტერიტორია კერძო პირისგან გამოისყიდა. მწვანე ტერიტორიის პარკად მოწყობა შარშან დაიწყო.

პარკი ორ იარუსიანია. მეორე იარუსზე, დაახლოებით 50 მეტრზე ზღვის დონიდან სანაპიროს პეიზაჟი მოჩანს.

პარკში გაშენდა მანდარინების ბაღი და დაიდგა ხის რამდენიმე ფანჩატური. პარკი ღიაა დილის 10 -დან საღამოს 7 საათამდე.

რაც შეეხება შეკვეთილის დიდ დენდროლოგიურ პარკს, რომელიც 60 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილი ხეებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს 2020 წელს გაიხსნება.

წვერმაღალას პარკის ფოტოები რადიო თავისუფლებას „გურია ნიუსმა“ მიაწოდა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG