Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გავაგრძელებთ აქციებს, სანამ პრემიერ-მინისტრი თავის განცხადებას დოკუმენტად არ გადააქცევს"


გაგა ისაკაძე, მეშახტეთა პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის ხელმძღვანელი
გაგა ისაკაძე, მეშახტეთა პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის ხელმძღვანელი

23 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრები" ტყიბულში დაუკავშირდა გაგა ისაკაძეს, პროფკავშირების ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს. მან ილაპარაკა ტყიბულელების მოთხოვნებზე მთავრობისა და კომპანიის მიმართ. კერძოდ, შახტებში დასაქმებულებს სჭირდებათ გარკვეულობა და გარანტიები, რომ შახტებში მუშაობის შეჩერების ფონზე ისინი არ დარჩნენ შემოსავლის გარეშე. გაგა ისაკაძის თქმით, დღემდე მათ არ აქვთ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ. ამ ეტაპზე მეშახტეების სურვილია საწარმო აღიჭურვოს შესაბამისი უსაფრთხოების სისტემებით და იქ განახლდეს მუშაობა, რადგან სხვა შემთხვევაში დასაქმებულებს ახლო პერსპექტივაში არ აქვთ გარანტია, რომ მათი ოჯახები ულუკმაპუროდ არ დარჩებიან. გაგა ისაკაძის თქმით, დღემდე მათთან არ მისულა მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც მათ კონკრეტულად განუმარტავდა - როგორ აპირებენ მეშახტეთა საჭიროებების დაკმაყოფილებას ახლო მომავალში და დასაქმების რა ალტერნატივას ხედავენ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ინტერვიუ ტყიბულში საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. 24 ივლისს მეშახტეები და მათი მხარდამჭერები ტყიბულში მასშტაბურ აქციას გეგმავენ.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG