Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქუჩაში რა ხდება, ამის მონიტორინგი უნდა მოხდეს"


2 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გელა კვაშილავა, გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში. მან ილაპარაკა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური შემოწმების მიმდინარე პროცესსა და მორიგ ეტაპზე, რომელიც 1 ივლისიდან დაიწყო. გელა კვაშილავა მნიშვნელოვნად თვლის არა მხოლოდ ტექნიკური დათვალიერების გავლას, არამედ მონიტორინგს პროცესის დროს სტანდარტების დაცვასა და შედეგზე. თუკი არ შემოწმდება შემოწმების ეფექტიანობა, არსებობს მისი ფორმალობად ქცევის საფრთხე. გელა კვაშილავას თქმით, არ შეიძლება მონიტორინგი ერთი უწყების პასუხისმგებლობა იყოს. ამასთან, გაეროს ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების სიფხიზლეზე - სავარაუდოდ დამრღვევი ტრანსპორტის შენიშვნისას ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის უწყებას. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბევრი დღემდე სკეპტიკურად უყურებს ტექნიკური შემოწმების საკითხს, არის სავარაუდო ხარჯი, რაც, შესაძლოა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს ტექნიკური ხარვეზის გამოსასწორებლად დააწვეს ტვირთად. გელა კვაშილავა განმარტავს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის გამოყენებით გამოწვეულ ზიანს როგორც უსაფრთხოების, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, რაც ახლოსაც ვერ მივა ავტოსატრანსპორტო საშუალების მინიმალურად გამართვის ხარჯთან. ექსპერტის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად დააკვირდებიან პროცესის მიმდინარეობას.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG