Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის მთავრობის გრანტით დევნილებისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელს ააშენებენ


პროექტთან დაკავშირებით 2 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა.
პროექტთან დაკავშირებით 2 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების მიზნით, საქართველოს, გრანტის სახით, 10 მილიონ ევროს გადასცემს. გრანტის ნაწილი მოხმარდება იძულებით გადაადგილებული 32 ოჯახისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი დასახლების აშენებას.

დონორის, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW), მთლიანი საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა გრძელვადიან განსახლებას საქართველოს ტერიტორიაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციას. გრანტი გათვალისწინებულია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთლიანი საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა გრძელვადიან განსახლებას საქართველოს ტერიტორიაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციას.

პროექტთან დაკავშირებით 2 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილთან, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ ვინსენტ დონტომსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დევნილებისთვის აშენდება კერძო სახლები.

„გავითვალისწინებთ ოჯახების სულადობას, სოციალურ კომპონენტს - საარსებო წყაროსა და დამხმარე მეურნეობებს“, - თქვა შეხვედრის შემდეგ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.

საგრანტო პროექტი სამ წელიწადს გაგრძელდება და 2021 წელს დასრულდება. დაფინანსების ხელშეკრულებას 22 თებერვალს ხელი მოაწერეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომმა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG