Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში გვირილობის აღნიშვნა 1911 წლიდან იღებს სათავეს. გიმნაზიელი გოგონები, ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ გვირილებს ჰყიდდნენ და ფულს აგროვებდნენ. ტრადიცია დღემდე გრძელდება და ქველმოქმედებასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, გვირილობა ქუთაისის დღედ დამკვიდრდა და ქალაქში სხვადასხვა კულტურულ-სპორტული ღონისძიებით აღინიშნება. წლევანდელი გვირილობა სამი დღის მანძილზე გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG