Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვიცით ზუსტად ვინ არიან სასამართლო კლანის ლობისტები უმრავლესობაში"


  • "დღეს არის გადამწყვეტი მომენტი - ან იღუპება ეს სისტემა ძალიან დიდი ხნით, ან გვრჩება შანსი გავაჯანსაღოთ"
  • "დაწყებულია პროცესი, რომელიც საკმაოდ ძვირი დაუჯდება "ქართულ ოცნებას""
  • "ჩვენ არ გვაქვს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებების მიღწევის კულტურა, რაც გვღუპავს"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამების მენეჯერი, გია გვილავა თვლის, რომ "ქართული ოცნება" იხდის ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასს სასამართლო კლანისთვის ხელის დაფარებისთვის:

"ვიცით ზუსტად ვინ არიან სასამართლო კლანის ლობისტები უმრავლესობაში. დაწყებულია პროცესი,რომელიც, სავარაუდოდ, საკმაოდ ძვირი დაუჯდება "ქართულ ოცნებას". არჩევნები მოდის."

ვითარება ისეთია, რომ პრობლემის არსი ესმის და აღიარებს ყველა. თუმცა, მათ პოლიტიკურ ნებას მხოლოდ ეს გაგება არ განაპირობებს. გია გვილავა, თავისი თანამოაზრეების მსგავსად, კვლავაც თვლის, რომ სანამ სასამართლო კლანის წევრები არ წავლენ სასამართლო სისტემიდან, მას არაფერი ეშველება:

"როგორც კი გამოაჩენენ ნებას, რომ შეასუსტონ კლანის უკონტროლო, ერთპიროვნული მმართველობა, დამიჯერეთ, ეს სისტემა ისე ვეღარ იფუნქციონირებს, რადგან სისტემის შიგნითაც გამოეყოფა ხალხი, რომელიც ჩინჩალაძესთან თანამშრომლობაზე იტყვის უარს".

რაც შეეხება პოლიტიკურ ნებას, როცა ყველა თანხმდება პრობლემის განსაზღვრაზე, ამაზე თვალის დახუჭვა შეცდომის ფასს გაზრდის:

"როდესაც ხედავ, რომ მემარცხენე აქტივისტები და "გირჩი" ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ, მგონი, უნდა შეგეშინდეს რაღაცის და მიხვდე, რომ საკითხი არის პრობლემური".

გია გვილავა "დილის საუბრებში" ლაპარაკობს საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის დამახასიათებელ ერთ ზოგად პრობლემაზეც:

"ჩვენ არ გვაქვს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებების მიღწევის კულტურა, რაც გვღუპავს. არ შეიძლება ქვეყნის ინტერესები გქონდეს და გვრიტიშვილი და კიდევ ვიღაცები გყავდეს სასამართლოში".

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG