Accessibility links

რა საბუთით მტკიცდება გიორგი გაბედავას უფლებადამცველობა?

2013 წლის 11 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო მოქალაქე მელორ ვაჩნაძის განცხადება. სააგენტომ ასევე მიიღო თანდართული დოკუმენტაცია, დაინტერესებულ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მომსახურების 105 ლარი და შედეგად დღის სინათლე იხილა არასამეწარმეო იურიდიულმა პირმა „სამოქალაქო აქტივობის კლუბმა“.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ მიერ მოკვლეული დოკუმენტაციით, მელორ ვაჩნაძის გარდა „სამოქალაქო აქტივობის კლუბის“ დამფუძნებელები არიან: გიორგი გაბედავა და მიხეილ მესხი - 2012 წელს „ქართული ოცნების“ აქტივისტი და მომღერალ სოფო ბედიას ქმარი.

„სამოქალაქო აქტივობის კლუბის“ საქმიანობის გაცხადებულ მიზნებსა და ამოცანებს შორისაა ზოგადად ადამიანის უფლებებისა და კერძოდ ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების დაცვა. გიორგი გაბედავასა და მისი დამფუძნებლების მიზნებში ასევე შედის თეატრების, თეატრ-სტუდიების, ხელოვნების სასწავლებლების, ინსტიტუტებისა და აკადემიების გახსნა-ფუნქციონირება, თუმცა რადიო თავისუფლებამ ვერსად მიაკვლია „სამოქალაქო აქტივობის კლუბის“ მირ დაცულ რელიგიური და სექსუალური უმცირესობების წევრებს, ისევე როგორც ვერ მიაკვლია გიორგი გაბედავას მიერ დაფუძნებულ თეატრსა და სამხატვრო აკადემიას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG