Accessibility links

დამოუკიდებლობის 100 წელი მეტროშიც აღინიშნება


საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა 100 წლისაა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის გამოცხადება ნოე ჟორდანიამ ამცნო. საიუბილეო თარიღს საქართველოს 100-ზე მეტ ქალაქში 300-მდე ღონისძიებით აღნიშნავენ. საზეიმო განწყობა ავტობუსების გაჩერებებსა და მეტროშიც შეიმჩნევა - სადგურ “რუსთაველში” ამ თარიღისადმი მიძღვნილი თემატური ბანერები გამოიფინა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG