ბრიტანული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ ლიბიაში 300 რუსი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის, სახელთან დაკავშირებული ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ეგიდით.
გაზეთ „ტელეგრაფის“ წყაროს ცნობით, დაქირავებულები ქალაქ ბენღაზიში იმყოფებიან და ეხმარებიან ხალიფ ჰაფთარის ხელმძღვანელობით მოქმედ ეროვნულ არმიას, რომელიც ქვეყნის ნავთობის საბადოების ხელში ჩასაგდებად იბრძვის. ხაფტარი აღმოსავლეთ ლიბიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილის სამხედრო მმართველია, რომელსაც, როგორც ამტკიცებენ, რუსეთი ეხმარება.
გაზეთ „ტაიმსის“ ცნობით, თუ რუსეთი მოიპოვებს კონტროლს ლიბიის ეროვნულ არმიაზე, რომელსაც, ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული რუსი მებრძოლები იარაღითა და საბრძოლო მასალით ამარაგებენ, მაშინ კრემლს გაუჩნდება შესაძლებლობა შეაჩეროს ლიბიიდან ნავთობის ექსპორტი ევროპაში.
ამას გარდა, ბრიტანეთის მთავრობის ანონიმი მოხელის ცნობით, რუსეთის გავლენა ლიბიაში რუს ოლიგაქრებს „ფულის გათეთრების“ ახალ შესაძლებლობას მისცემს.
რუსეთის მხარის სარკასტული პასუხი
სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ეგიდით მოქმედი დაქირავებული რუსი მებრძოლების არსებობა ლიბიაში საინფორმაცია სააგენტო „ერბეკას“ (РБК) დაუდასტურეს ლიბიის ხელისუფლებასა და თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყაროებმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანული გამოცემის შეკითხვას არ უპასუხა, ხოლო კომპანია „კონკორდის“ წარმომადგენლებმა, იმ კომპანიისა, რომლის თანამფლობელიც არის ევგენი პრიგოჟინი, გამოცემას წერილობით პასუხი ფოსტით გაუგზავნეს. „ტელეგრაფის“ თანახმად, რედაქციისადმის პასუხი „აბსურდულია.“
კომპანიის პრესსამსახურში განუცხადებიათ, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ სინამდვილეში „მხარს უჭერდა ჰაფთარს, რომელიც ანტარქტიდაში მდებარე მერი ბერდის მიწიდანაა“.
ამასთან, ლიბიაში რუსეთის სპეცსამსახურებისა და გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) თანაშრომლების გადასროლაზე გაზეთი „სანი“ შარშან ოქტომებრში იტყობინებოდა.
გამოცემა ამტკიცებს, რომ ისინი უკვე იმყოფებიან ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ ტობრუკსა და ბენღაზიში, სადაც მათ მხარს უჭერენ „ვაგნერის“ მებრძოლები.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ეგიდით მოქმედი დაქირავებული რუსი მებრძოლების არსებობა ლიბიაში საინფორმაცია სააგენტო „ერბეკას“ (РБК) დაუდასტურეს ლიბიის ხელისუფლებასა და თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყაროებმა, მაგრამ ლიბიაში მდებარე რუსეთის საელჩოში ეს ინფორმაცია უარყვეს.
- ევგენი პრიგოჟინის მისწრაფებაზე გაავრცელოს რუსეთის გავლენა აფრიკის კონტინენტზე, ადრე სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინებოდა. ბოლო ხანებში პრიგოჟინის სახელი უფრო ხშირად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან დაკავშირებით გაისმოდა. მაგრამ არსებობს ასევე სხვა ქვეყნები, მათ შორის ლიბია. როგორც „ბლუმბერგი“ ამტკიცებს, კრემლმა ბუნებრივი რესურსებით მდიდარ აფრიკას ყურადღება მიაქცია იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც მოახდინოს დასავლეთთან გლობალური დაპირისპირების შედეგად წარმოქმნილი ფინანსური და სხვა სახის საშუალებათა დეფიციტის კომპენსაცია. საუბარი, კერძოდ, შეეხება აფრიკაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და რუსული იარაღით მომარაგებას.
- ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ ასევე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაფინანსებასა და მართლმადიდებელი ბლოგერების ჯგუფის, ე.წ. „ტროლების ფაბრიკის“, ორგანიზებას.
- პრიგოჟინის სახელი აშშ-ის ხელისუფლებამ შეიტანა სანქცირებულ რუს მოხელეთა სიაში და მას დაუსწრებლად წაუყენა ბრალდება აშშ-ის არჩევნებში ჩარევისათვის.
- რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ საქმიანობა არ რეგეულირდება სახელმწიფოს მიერ და ექვემდებარება სამართლებრივ დევნას „დაქირავებული მებრძოლების“ შესახებ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით. რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად არ აღიარებს „ვაგნერის“ არსებობას.