Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

და მიცურავს ხე. ზოგი რამ ზღვაზე მცურავი ხისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ


„ხეებო, საით?“
please wait

No media source currently available

0:00 0:26:39 0:00

„ხეებო, საით?“

ბოლო წლების გამაბრუებლად შთამბეჭდავი და ერთ-ერთი უძლიერესი მეტა გამოსახულება გვასხივებს, გვართობს და, ამავე დროს, ისეთსავე მასშტაბურ ამბავს გვიყვება საქართველოზე, როგორიც თავად ეს ზღვაზე მცურავი გიგანტური ხეებია.

შესაძლოა, დასხივების შედეგი იყო ის ეიფორიული აქტიურობაც, რომელიც პირველი ხის გადაცურვას მოჰყვა: ადამიანები იღებდნენ ფოტოებს, აკეთებდნენ ვიდეოშარჟებს, წერდნენ სტატუსებს სოციალურ ქსელში, ზოგი კი (ცოტანი) საპროტესტო აქციას მართავდა ციხისძირში.

თუმცა, ეს იყო თავიდან.

პირდაპირი მიყიდვის წესით თუ ყოველგვარი პირობის გარეშე გადაცემული მიწის ნაკვეთები ის ადგილებია, სადაც კარგად ჩანს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ხელებს იბანენ და პირს იბრუნებენ, რათა უცვლელი პასუხი გასცენ ყველა (ცოტა) მომკითხავს: “არ ვიცით, ჩვენ არ გვეხება, კერძო საკუთრებაა”.

ხეების გადატანის სანახავად ბათუმში 2 წლის წინ ჩავედი. გადასატანი ხეების მდებარეობა, ცხადია, ტურისტულ რუკებზე მონიშნული არ არის და ადგილობრივების დახმარება დამჭირდა. პირველად ქალაქის შესასვლელში, „ბენზეს” ტერიტორიაზე მივედით. მიუხედავად იმისა, რომ კადრები ნანახი მქონდა, ვერასოდეს წამოვიდგენდი ზიანის ასეთ მასშტაბს: ხეები გადატანილი, უზარმაზარი ტერიტორია კი მოწითალო მიწის კრატერებით დაფარული დამხვდა;, ძირფესვიანად ამოთხრილი მაღალი ხეების სავალ გზაზე გაჩეხილი იყო სხვა ხეები, ხოლო ზოგიც - მიწაშიჩამარხული. ვეფლობოდითიხნარ მიწაში და ვფიქრობდი, რომ ნიადაგის დაზიანება და დამატებით გაჩეხილი ხეები იქნებოდა ის ფოკუსი, რომლის გაძლიერებასაც ვისურვებდი, თუკი ოდესმე ვიმუშავებდი ამ თემაზე.

მომდევნო წლებში ხეების მოგზაურობა გაგრძელდა --ისინი გვხვდებოდნენ სარკინიგზო ხაზებზე, საავტომობილო მაგისტრალებზე, სოფლის გზებზე, ზღვაში... და ჩვენც ვიღებდით.ამასობაში, მესამე წელი დაიწყო და ვნახეთ, რომ, დაპირების მიუხედავად, ბუნება არ აღდგა „კიდევ უფრო უკეთესად“, ვიდრე იყო.

გადაღებისასგამოიკვეთა, ერთი მხრივ, ზიანის მასშტაბურობა, მეორე მხივ კი, ხან ეშმაკური, ხანაც უტიფარი, ხანაც ფრთხილი მოქმედებები, რამაც სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ გააჩინა ეჭვი:ისინი ერთობლივად უწყობდნენ ხელს მთელ ამ პროცესს.

ერთი წლის წინ ვნახეთ ქალი, რომელიც ხეების ამოღების ადგილას ჭინჭარს აგროვებდა და გადამზიდავი კომპანიის თანამშრომლები უყვიროდნენ, დაეტოვებინა კერძო ტერიტორია, თორემ დაჯარიმდებოდა.

ამის შემდეგ „ბათუმელების” ჟურნალისტებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა და გამოვკვეთეთ დამატებითი ფოკუსი: როგორია ამ ყველაფერში სახელმწიფო ინსტიტუტების როლი?: ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს, თუ უფრო კომფორტულს ხდიან ამ პროცესს ხეების გადამზიდავისთვის?.

პირდაპირი მიყიდვის წესით თუ ყოველგვარი პირობის გარეშე გადაცემული მიწის ნაკვეთები ის ადგილებია, სადაც კარგად ჩანს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ხელებს იბანენ და პირს იბრუნებენ, რათა უცვლელი პასუხი გასცენ ყველა (ცოტა) მომკითხავს: “არ ვიცით, ჩვენ არ გვეხება, კერძო საკუთრებაა”.

როგორი იქნება ე.წ. დენდროლოგიური პარკი, შეუშვებენ თუ არა იქ ხალხს, გახმება თუ გაიხარებს გიგანტური ხეები - მუშაობისას ეს საკითხები ჩვენი ინტერესის საგანი არ ყოფილა. არც იმ ადამიანებთან გვაქვს კითხვები, ვინც ხეებს ყიდის ხან ფულის, ხან წყლის სისტემის და ხანაც ერთი პერსონალური კომპიუტერის სანაცვლოდ.

ერთი წლის წინ ვნახეთ ქალი, რომელიც ხეების ამოღების ადგილას ჭინჭარს აგროვებდა და გადამზიდავი კომპანიის თანამშრომლები უყვიროდნენ, დაეტოვებინა კერძო ტერიტორია, თორემ დაჯარიმდებოდა. ამავე ადგილას ერთი წლის თავზე სხვა ხალხი დაგვხვდა – მიტოვებულ ვაგონში მცხოვრები მოხუცი და-ძმა, რომელთაც ხეების გადატანის ამბავზე არც უცინიათ, არც უტირიათ. ისინი მხოლოდ უსამართლოდ მოხსნილ სოციალურ დახმარებაზე გვიყვებოდნენ.

ვის რა ეცოდინება ამ ამბავზე მომავალში? რაზე დაყრდნობით?

სახელმწიფო ინსტიტუტები განზე დგებიან, „მწვანეთა პარტიის” პარლამენტარი ლიდერი ხოტბის შესხმითაა დაკავებული, გარემოსდაცვითი ორგანიზაციები არ/ვერ ახერხებენ მასშტაბურ კვლევას. ერთადერთმა ორგანიზაციამ დააანონსა საკითხის შესწავლის დაწყება, ერთი წლის თავზე კი გვიპასუხა, რომ არსებითი სიახლე არ აქვთ და ჯერჯერობით საკითხის შესწავლა შეჩერებულია. მეორე დიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კი, როგორც თავად გვითხრეს, იმის გამო არ შეისწავლა ეს საკითხი, რომ პირველს ჰქონდა დაწყებული მუშაობა.

ვინ დარჩა? ნატა ფერაძე - „ეს ხომ ყველაფერზე ყვირის”– და ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. პროტესტის მარგინალიზება გამარტივდა.

მაგრამ, როგორც „ბათუმელების” ჟურნალისტი თედო ჯორბენაძე ფილმში ამბობს, „რაც ფაქტია, იმას ვერ დამალავენ: ეს გიგანტური ხეები, ვიცით, სად მიდის, ვისთან და ადგილზე რაც რჩება, იმასაც ვხედავთ.”

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG