Accessibility links

site logo site logo

დეა კულუმბეგაშვილის ტრიუმფი პანდემიის ფონზე


დეა კულუმბეგაშვილის ტრიუმფი პანდემიის ფონზე
please wait

No media source currently available

0:00 0:33:04 0:00
დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისი" 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ჩართეს (ეს უკვე დიდი გამარჯვებაა ქართული კინოს ისტორიაში). თუმცა ფესტივალი პანდემიის გამო არ ჩატარდა. ახალგაზრდა რეჟისორი დათანხმდა სურათი ეჩვენებინათ სექტემბერში, სან-სებასტიანის კინოფესტივალზე. ესპანეთში დეამ ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა, მსგავსი არ ახსოვს სან-სებასტიანის კინოფორუმის ისტორიას - "დასაწყისი" ოთხი მთავარი პრიზით აღინიშნა. ქართულმა ფილმმა მოუგო დანიელი რეჟისორის ტომას ვიტენბერგის "თრობას", რომელიც წელს, ამერიკულმა კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოენოვან ფილმად აღიარა. გასული წლის ბოლოს "დასაწყისი" არაერთმა კრიტიკოსმა გაიხსენა, როგორც 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი.

რა უძღოდა წინ ამ აღიარებას? როგორ მოხვდა დეა ამერიკაში, სადაც კინოხელოვნებას კოლუმბიის უნივერსიტეტში დაეუფლა. როგორ გაიცნო "დასაწყისის" პროდიუსერი, თანამედროვეობის უდიდესი მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი, რატომ დაინტერესდა "იეჰოვას მოწმეების" ცხოვრებით და საიდან გაჩნდა ფილმში ანტიკური "მედეას" სახე?

გოგი გვახარია და დეა კულუმბეგაშვილი საუბრობენ ახალი ქართული ფილმის ენაზე, სტილზე, გამომსახველობით საშუალებებზე. დეა იხსენებს თავის საყვარელ რეჟისორებს და სრულიად დარწმუნებულია, რომ არსებობს ე.წ. "ქალური კინო", რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება კლასიკური კინოსგან - ეს სრულიად სხვა ხედვაა, ისეთივე განსხვავებული, როგორიც ფილმი" დასაწყისი", რომელსაც პირველად უჩვენებენ საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG