Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატ დავით მათიკაშვილის ცოლი ნინო მამულაშვილი უვადო მოსამართლე გახდა


ნინო მამულაშვილი
ნინო მამულაშვილი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული 9 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. მათ შორისაა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით მათიკაშვილის ცოლი ნინო მამულაშვილი. იგი უვადო მოსამართლედ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იმუშავებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თანახმად, ნინო მამულაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში სამჯერ მონაწილეობდა, მოსამართლის თანამდებობაზე კი მეოთხე ცდაზე მას შემდეგ გამწესდა, რაც მისი მეუღლე პარლამენტის წევრი გახდა.

ნაზი ჯანეზაშვილი ნინო მამულაშვილის უვადო მოსამართლედ გამწესებას „სასამართლო კლანთან“ დავით მათიკაშვილის კავშირებს უკავშირებს: "2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მას შემდეგ, რაც დავით მათიკაშვილი გახდა მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, რამდენიმე თვეში ნინო მამულაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა მოიპოვა და მეოთხე მცდელობის შემდეგ გახდა მოსამართლე. ცხადია, ეს გარემოება აჩენს კითხვას, რატომ დაინიშნა ნინო მამულაშვილი მოსამართლის თანამდებობაზე რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი მეუღლე გახდა საქართაველოს პარლამენტის წევრი და ამძაფრებს ეჭვებს დავით მათიკაშვილის კავშირზე სასამართლოს ე.წ. "კლანთან", - უთხრა მედიას ნაზი ჯანეზაშვილმა.

ნინო მამულაშვილთან ერთად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლეებად განაწესა ლევან გელოვანი, დიანა გოგატიშვილი, ლეილა გოგიშვილი, ბერა დობორჯგინიძე, თამარ კაპანაძე, ლევან ნუცუბიძე, ციცინო როხვაძე და მამუკა წიკლაური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG