Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმანისის ნაქალაქარი და მისი ტურისტული პოტენციალი

დმანისი
დმანისი

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი თბილისიდან 85 კილომეტრში მდებარეობს. აქ აღმოჩენილი ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთები, ასევე ქვის იარაღები, დაახლოებით 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.

დმანისის ნაქალაქარი

შუა საუკუნეების გალავანი
1/16 შუა საუკუნეების გალავანი
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
სამარხი, სადაც ხუთი თავის ქალა აღმოაჩინეს, მათ შორის, ზეზვასა და მზიას თავის ქალები
2/16 სამარხი, სადაც ხუთი თავის ქალა აღმოაჩინეს, მათ შორის, ზეზვასა და მზიას თავის ქალები
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
ორბელიანების კოშკი და შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტერი
3/16 ორბელიანების კოშკი და შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტერი
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
დმანისის ნაქალაქარის ტერიტორია
4/16 დმანისის ნაქალაქარის ტერიტორია
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
სათავსო, სადაც შუა საუკუნეებში პროდუქტებს ინახავდნენ
5/16 სათავსო, სადაც შუა საუკუნეებში პროდუქტებს ინახავდნენ
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
გალავნის ნანგრევები
6/16 გალავნის ნანგრევები
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
სიონის აღმოსავლეთი კარიბჭე
7/16 სიონის აღმოსავლეთი კარიბჭე
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
ხეობის ხედი კონცხიდან, სადაც განლაგებულია დმანისის ნაქალაქარი
8/16 ხეობის ხედი კონცხიდან, სადაც განლაგებულია დმანისის ნაქალაქარი
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
შუა საუკუნეების ციხე-გალავანი
9/16 შუა საუკუნეების ციხე-გალავანი
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
ზეზვასა და მზიას თავის ქალების მულაჟები დმანისის მუზეუმში
10/16 ზეზვასა და მზიას თავის ქალების მულაჟები დმანისის მუზეუმში
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
ბრინჯაოს ხანის სამარხები
11/16 ბრინჯაოს ხანის სამარხები
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
დმანისში აღმოჩენილი ჰომოერექტუსის თავის ქალისა და ყბის მულაჟი
12/16 დმანისში აღმოჩენილი ჰომოერექტუსის თავის ქალისა და ყბის მულაჟი
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
დმანისის მმართველთა რეზიდენცია გვირაბებითა და აბანოთი
13/16 დმანისის მმართველთა რეზიდენცია გვირაბებითა და აბანოთი
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
სამარხი, სადაც ჰომოერექტუსის ყბა აღმოაჩინეს
14/16 სამარხი, სადაც ჰომოერექტუსის ყბა აღმოაჩინეს
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
დმანისის ნაკრძალ-მუზეუმის ტერიტორია
15/16 დმანისის ნაკრძალ-მუზეუმის ტერიტორია
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
არაბების მმართველობის დროინდელი საძვალე ნაქალაქარის ტერიტორიის სიახლოვეს
16/16 არაბების მმართველობის დროინდელი საძვალე ნაქალაქარის ტერიტორიის სიახლოვეს
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.
Previous slide
Next slide

დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბსა და გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით. ამ პერიოდში მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა.

შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევები
შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევები

მე18 საუკუნეში, დიდი ლეკიანობის ჟამს, დმანისშიც უამრავი ხალხი გაწყდა. ვინც გადარჩა, თავს უშველა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადასახლდა. დმანისის ნაქალაქარი 13 ჰექტარს მოიცავს.

სიონის აღმოსავლეთი კარიბჭე
სიონის აღმოსავლეთი კარიბჭე

1999 და 2001 წელს, დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად, იპოვეს ჰომინიდთა – უძველესი ადამიანების - თავის ქალები და ყბის ძვლები, რომლებსაც მოგვიანებით ჰომოერექტუსი​ შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალა და ოთხი ქვედა ყბაა აღმოჩენილი - მათ შორის, მზიასა და ზეზვას სახელით ცნობილი ყველაზე ადრეული თავის ქალები. სპეციალისტების მტკიცებით, მათი ასაკი 1.8 ათასი წლით თარიღდება. მათი რეკონსტრუირებული მულაჟები ახლა დმანისის მუზეუმში ინახება.

ზეზვასა და მზიას თავის ქალების მულაჟები დმანისის მუზეუმში
ზეზვასა და მზიას თავის ქალების მულაჟები დმანისის მუზეუმში

არქეოლოგი და ისტორიკოსი ჯუმბერ კოპალიანი, რომელიც 2000 წლიდან დმანისში არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა, გასულ კვირას ნაქალაქარში ჩასულ ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა.

ჯუმბერ კოპალიანი
ჯუმბერ კოპალიანი

„დმანისის ეს აღმოჩენები უნდა გამოიყენოს ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ხელშეწყობის შემთხვევაში, ნაქალაქარში ტურისტების ტევა არ იქნება“, - ამბობს ჯუმბერ კოპალიანი. - „გერმანელს, ესპანელს, ფრანგს თუ ამერიკელს, რომელსაც შემოვლილი აქვს მთელი მსოფლიო, ფიქრობს სად წავიდეს. როცა ისინი გებულობენ უძველესი ადამიანის ბინადრობის ადგილს, ალაგებენ ჩემოდნებს და მოდიან აქეთ. ჩინეთში არის ისტორიული ადგილი, სადაც აღმოჩენილია ნახევარი მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ნაშთები, ტურისტების საოცარი ბუმია იქ. ჩვენი აღმოჩენა კი იმაზე მილიონი წლით უფროსია. ტურისტებს ზღვით ვერ დავაინტერესებთ, დავაინტერესებთ ისტორიული ძეგლებით, ისეთით, როგორიც დმანისის ნაქალაქარი და იქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლებია“.

შუა საუკუნეების გალავნის ნანგრევები
შუა საუკუნეების გალავნის ნანგრევები

როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტატუაშვილი ამბობს, მუნიციპალიტეტი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. 2019 წლისთვის მოხდება დმანისის ქალაქ-ნაკრძალისკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სამწლიანი გეგმა ასევე მოიცავს ღამის გასათევი და სასტუმრო ობიექტების მშენებლობას, სველი წერტილების მოწყობას. გადაამზადებენ გიდებს:

დმანისის სიონი, მე-7 საუკუნე
დმანისის სიონი, მე-7 საუკუნე

„დმანისის პოპულარიზებას ახალი ფაზიდან ვიწყებთ და ამაში დიდი როლი მედიას ეკისრება. 2019 წლიდან დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება კულტურული და ისტორიული ძეგლების მონახულებისთვის, რეკრეაციული ზონების, აგროტურიზმისა და ეთნოტურიზმის განვითარებისთვის. დაზუსტდება ტურისტული მარშრუტი“.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG