Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში მოგზაურობისას ფოტოების გადაღება არ იზღუდება


ევროკავშირის 25 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მიღებული რეგულაციები რუსული დეზინფორმაციის სამიზნე გახდა. ქართული საიტები რუსულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ტურისტების ფოტოებში უცხო ადამიანები მათი ნებართვის გარეშე აღარ უნდა მოხვდნენ.

ახალი წესების მიხედვით კი ტურისტებს არაფერი ეზღუდებათ. ევროკავშირში იქმნება მონაცემთა დაცვის ერთიანი სივრცე, სადაც კომპანიებს მეტი ვალდებულებები ეკისრებათ პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში, ხოლო მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ თავად მართონ რა სახის ინფორმაციას გასცემენ საკუთარი თავის შესახებ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG