თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც 15-16 დღეა ინფექციურში იმყოფებიან, პერიოდულად უტარდებათ ტესტირება და მათი მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია. როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ტესტის პასუხები სუსტად დადებითია.
"მათი მდგომარეობა ჯერჯერობით, დინამიურად გაუმჯობესელია, სუსტი დადებითი მაჩვენებელი აქვთ ტესტის შედეგის, რაც უკვე ნიშნავს, რომ ალბათ, იმ კრიტერიუმით, რამდენ დღეშიც ტესტის გამეორება უწევთ, ალბათ უკვე ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი იქნება”, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული.