Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ქალაქის სამაგიდო თამაში


მსოფლიოში ბევრი სამაგიდო თამაშია დიდებისთვის თუ პატარებისთვის: პოპულარული საზღვაო ომები, სტრატეგიები, ასევე, ჩვენებურად „მონოპოლიები“, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ევროპაში „დააგემოვნეს".


მაგრამ დღეს 2019 წელია, სწრაფი ინტერნეტის ეპოქა. ინტერნეტთამაშები, ქსელური თუ ლოკალური, კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაც სულ უფრ მზარდია, მაგრამ მზარდია მისი ალტერნატივაც.

მარტო საქართველოში შექმნილი სამაგიდო თამაშების ჩამონათვალი ფართო არჩევანის საშუალებას გვაძლევს.

მაგრამ ის, რაც „რუსთავის ინოვაციების ჰაბმა“ შექმნა... ქალაქის რუკა, კამათლები, ვირტუალური ქაღალდის დოლარები… - თითქოს ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ, ყოველ ჯერზე, როგორც კი მაგიდას მიუჯდები, თავსატეხი იწყება, პირველ რიგში, თამაშის განსხვავებული მისიის გამო.

საქმე ისაა, რომ თამაში „რუსთავი“ მუნიციპალური საკითხების გადაჭრის პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობისთვის შეიქმნა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავის ინოვაციების ჰაბის“ დირექტორი რევაზ ბარბაქაძე ამბობს, იდეა ორიგინალური არ არის, ის ევროპელი კოლეგებისგან გადმოიღეს და საქართველოს რეალობას მოარგეს.

თამაშის ერთ-ერთი და ძირითადი იდეა ის არის, რომ ახალგაზრდებმა გამოიმუშაონ ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენის, პრობლემის განსაზღვრის და მათი გადაჭრის უნარი. თითო მაგიდასთან ოთხი გუნდი ჯდება, ერთმანეთს ეჯიბრებიან და ყოველ ეტაპზე ქულებს აგროვებენ და ვირტუალურ ფულს გამოიმუშავებენ. როგორც ბევრ სამაგიდო თამაშშია, ვინც მეტ ფულს მოიპოვებს, გამარჯვებულიც ის არის“, ამბობს რევაზ ბარბაქაძე. მისი თქმით, „რუსთავის ინოვაციების ჰაბი“ სამაგიდო თამაშის დროს ახალგაზრდების იდეებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიაწვდის და ამ იდეის მთავარი მიზანიც ეს არის.

სამაგიდო თამაში რუსთავის თვითმმართველობისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:01:00 0:00


თამაში იმდაგვარია, რომ შესაძლებელია ადგილობრივი ბიუჯეტის ძირითადი მახასიათებლის განსაზღვრა, ასევე, მაგალითად, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა. ეს უკანასკნელი ახლა „ინოვაციების ჰაბის“ პრიორიტეტია. ახალგაზრდებიც, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, ერთმანეთს ამ მიმართულებით უკვე ეჯიბრებიან“.

ღონისძიებები უკვე ჩატარდა მე-6 და მე-4 საჯარო სკოლებში.
სამაგიდო თამაში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი დიდი საპილოტე პროექტის ნაწილია და მასში ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც არის ჩართული. პროექტის მთავარი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის მხარდაჭერა, მოსახლეობისთვის გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG