Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის უნდა ფილარმონია?


ფილარმონიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სწრაფად მივიღებთ,- განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და დაამატა, რომ “ობიექტი უნდა ემსახურებოდეს დედაქალაქს და კულტურულ ცხოვრებას”.

ფილარმონიის შენობით, რომელიც, განათლების მინისტრის განცხადებით ეკონომიკის სამინისტოს ბალანსზეა, ცოტა ხნის წინ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკერსტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი დაინტერესდა.

მან 27 მარტს ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა:„ორკესტრი იმსახურებს, რომ მუდმივი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეს, სადაც შეძლებს საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარებას“.

ორკესტრისთვის ფილარმონიის დაბრუნების თხოვნით ნოკოლოზ რაჭველმა პრემიერსა და 2 მინისტრს მიმართა. მისი სიტყვებით რამდენიმე წლის წინხელისუფლებამ “მოხეტიალე” ორკესტრს მუსკომედიის ყოფილი შენობა შეთავაზა, თუმცა ეს იდეა ვერ განხორციელდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით ეს ნაგებობა რეაბილიტაციას ვერ დაექვემდებარებოდა, რადგან ავარიული აღმოჩნდა.

„ჩვენ დარბაზის საკითხზე ყველა დროის პრეზიდენტთან, პრემიერთან და ყველა დროის კულტურის მინისტრებთან გვქონდა საუბარი, მაგრამ შევისწავლეთ მსოფლიო ბაზარი სიმფონიური და მრავალფუნქციური დარბაზის აშენება საკმაოდ ძვირია. ყველაზე მცირე რაც აშენდა ბოლო პერიოდში დაჯდა 40-დან 60 მილიონ ევრომდე. ლარებში წარმოუდგენლად დიდი თანხაა და მივიჩნიეთ, რომ ახალი დარბაზის აშენება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს ძალიან დიდ ტვირთად დააწვება. დღეს, როდესაც არსებობს ჩვენი ორკესტრისთვის აშენებული დარბაზი, სადაც შეგიძლია, ყველაფერი გააკეთო ბევრი მიმართულებით, მე მგონი გაცილებით სწორი იქნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ დაგვაბრუნონ ფილარმონიაში“, – აცხადებს ნიკოლოზ რაჭველი.

მინისტრებთან გაგზავნილი წერილი ორკერტრმა საჯაროდაც გამოაქვეყნა, რასაცგანათლების მინისტის მოადგილის მიხეილ გიორგაძის ხისტი შეფასება მოყვა:

“ორკესტრის ხელმძღვანელს დაემართა გიგანტომანია, 15 მილიონი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე არასაკმარისი ეჩვენება და 40-დან 45 მილიონ ევრომდე მოითხოვა, რაც სრულიად არაადეკვატურია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნიკა რაჭველს აწყობს, იყოს დაჩაგრულის მანტიის ქვეშ, რათა ისპეკულიროს ყველა დონეზე, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მის გარეთაც“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

გიორგაძის მტკიცებით სახელმწიფომ ეროვნული სიმფონიურ ორკესტრს ახალი შენობის პროექტის შესაქმნელად 25 0000 ლარზე მეტი გამოუყო, ხელმძღვანელობამ კი ვერ მოახერხა პროექტის შექმნა.

„2019 -2021 წლებში ორკესტრის შენობისთვის დამატებით15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული, მაგრამ რადგანპროექტი არ არსებობს, სამუშაოები ვერ დაიწყება” - ამბობს მინისტრის მოადგილე.

რა ხდებოდა წერილამდე

13 მარტს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა განცხადება. საია მოითხოვდა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოს მართვაში დაბრუნებას, ვინაიდან კომპანიას, რომელსაც იჯარით ჰქონდა აღებული ფილარმონიის შენობა, წლების განმავლობაში არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.

საიას განცხდებით, შპს "ინტერნეიშენალ ივენთს", რომელსაც 2007 წლიდან ფილარმონიის შენობა 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული დავალიანება ერიცხება. 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, მმართველ კომპანიას მართვის საზღაურის და პირგასამტეხლოს სახით, 3 მილიონ ლარზე მედია და თითქის 200 ათასი აშშ დოლარის დავალიანება აქვს. დავალიანების შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით გააავრცელა.

4 იანვარს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „ინტერნეიშენალ ივენთი“, დავალინების გადაუხდელობის გამო გააფრთხილა და ხელშეკრულების ცალმხრივად შესაძლო შეწყვეტის შესახებ აცნობა.

18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანება 9 წელზე გადანაწილებას სთხოვს. უწყებას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ფილარმონიის მმართველ კომპანიას, რომ წლებია სახელმწიფოს მიმართ დავალიანება აქვს ახალი ამბავი არ არის. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლების განმავლობაში აქვეყნებდა ანგარიშს. 2016 წელს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მონაცემებით, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსს“, რომლის მეწილეც 2014 წლის შემოდგომამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იყო, სახელმწიფოს მიმართ მილიონ ლარზე მეტი დავალიანება ჰქონდა.

ამ კომპანიაში მიხეილ გიორგაძე ერთ-ერთი მეწილე იყო.გიორგაძემ მის მფლობელობაში არსებული 22.5% 2014 წელს უსასყიდლოდ დათმო.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ჯერ კიდევ 2016 წელს ამბობდნენ, რომ დიდი ალბათობით მაშინდელმა კულტურის მინისტრი, ახლა კი მინისტრის მოადგილე კომპანიას მხოლოდ ფორმალურად ჩამოშორდა, სინამდვილეში კი მიხეილ გირგაძეს, რომელმაც ხისტი განცხადებებით მიიქცია ყურადღება ფილარმონიის შენობის მიმართ პერსონალური ინტერესები დარჩა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG