Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზიქრი ქისტი ქალებისგან - დუისის ძველ მეჩეთში

ზიქრი ქისტი ქალებისგან - დუისის ძველ მეჩეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:08:44 0:00

ყოველ პარასკევ დილით, პანკისელი ქალების ჯგუფი დუისის ძველი მეჩეთისკენ მიიჩქარის - ზიქრის შესრულების დროა, უნიკალური და გაქრობის საფრთხის პირას მდგარი სუფიური რიტუალის, რომელიც მხოლოდ ჩეჩნეთსა და პანკისშია შემორჩენილი და მას ქალები და კაცები ცალ-ცალკე ასრულებენ.

ღმერთთან მიახლოების, მისი სადიდებელი რიტუალის შემსრულებლებში ასაკიანი ქალები ჭარბობენ. დღეს მოსულებიდან ყველაზე ხანდაზმული 84 წლისაა. ამ რიტუალისადმი ახალგაზრდების ინტერესმა საგრძნობლად იკლო. ამიტომაც დარდობს მის გაქრობაზე ჯგუფის ხელმძღვანელი და ანსამბლ „აზნაშის“ წევრი, რაისა მარგოშვილიც, რომელმაც პირველად ეს რიტუალი 31 წლის წინ შეასრულა.

ზიქრის შესრულების წინ ქალები თეთრ მანდილს იხურავენ და 20-წუთიანი რიტუალიც იწყება: გაბმული მოძრაობა წრეზე, დროდადრო ტაშის შემოკვრა და შეძახილით სიმღერა ქალებისგან დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ, მათი თქმით, სწორედ ეს დაღლა მიიჩნევა მადლის მიღებად - რიტუალის დროს თითქოს განსაკუთრებული ძალით ივსებიან.

ხალხური გადმოცემით ასეა ცნობილი: ზიქრის რიტუალი ჩეჩნეთში ქუნთ ჰაჯიმ შეიტანა, რელიგიურმა მასწავლებელმა - მისი მიმდევრები მის სახელს ზიქრის შესრულების დროსაც ხშირად მოიხსენიებენ. თავად რიტუალი კი, პანკისის ხეობის ქისტ მოსახლეობაში, მე-19 საუკუნის ბოლოს უნდა იყოს შესული.
წლების წინ, ამ რიტუალით და პანკისელი ქალების მიერ შესრულებული გალობებით უცხოელებიც დაინტერესდნენ - ანსამბლმა „აზნაშმა“, რომელშიც რაისა მარგოშვილის გარდა, კიდევ სამი წევრია, თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და ქისტური გალობა მსმენელს სცენიდანაც მოასმენინა.

XS
SM
MD
LG