მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
თბილისის ისტორიულ ქუჩებში ქვაფენილი ასფალტით იცვლება. ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან აღმაშენებლის გამზირამდე ძველი საფარის გაქრობა ქალაქის რეაბილიტაციის გეგმებშია. სად უნდა დარჩეს ქვაფენილი და როგორ უნდა განახლდეს თბილისი ისე, რომ ქალაქმა ხასიათი არ დაკარგოს?
ფიქრობდნენ, რომ დედაქალაქში ისწავლიდნენ, სინამდვილეში კი, "ტბელ აბუსერისძის" არჩევით, ათეულობით აბიტურიენტი მთიანი აჭარის სოფელ ხიჭაურის უნივერსიტეტში აღმოჩნდა ჩარიცხული.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ნაპოვნ ძველ მილებს სოციალურ ქსელში განგაში მოჰყვა - ხომ არ აფრქვევს დამტვრეული ფრაგმენტები ჰაერში აზბესტის მომაკვდინებელ მტვერს?
ლაშა ბუღაძის რომანის, “დამკვირვებლის” სათაური პენიტენციურმა სამსახურმა ბუნდოვნად მიიჩნია, მას “გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა” უწოდა და ჩათვალა, რომ პატიმარ ნანა სანდერისათვის ამ წიგნის შეტანა ციხეში არ იქნებოდა უსაფრთხო.
უმაღლესი სასწავლებლების საგამოცდო ქულები კი გამოქვეყნდა, თუმცა აბიტურიენტების ნაწილს ჯერ ისევ ვერ გაურკვევია, რამდენკრედიტიანია პროგრამა, რომელზეც სწავლა მოუწევს და საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტობა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება თუ ოთხი.
მხოლოდ 2026 წლის ივლის-აგვისტოში საქართველოში მგზავრებით და მათ შორის, უცხოელი ტურისტებით სავსე ავტობუსი და მიკროავტობუსი მოყვა ავარიაში. პირველ შემთხვევას, ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე, არავინ უმსხვერპლია, მეორე კი, გომის მთაზე, ბელარუსის ოთხი მოქალაქის სიკვდილით დასრულდა.
ერთი თვე რჩება სკოლის დაწყებამდე, მშობლების ახალი თავსატეხი კი სკოლის სავალდებულო ფორმებია: სად უნდა იყიდონ, რამდენი ხელი დასჭირდებათ, რა დაუჯდებათ, რა მოხდება, თუ ბავშვს ფორმას არ ჩააცვამენ? - ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც თავად მშობლების დახმარებით შევაგროვეთ.
აგვისტოს დადგომისთანავე, როცა კახეთში ფერმერები ხორბლის და ქერის მოსავლის აღებას ასრულებენ, ალაზნისა და შირაქის ველებს ცეცხლი ედება - ასობით კოცონი ზოგან დიდ ხანძრადაც იქცევა. იწვის მიწა, ზედ დატოვებული ნამჯის ნარჩენებით და მასთან ერთად ყველაფერი ცოცხალიც და არაცოცხალიც, რაც ამ მიწაზეა.
მწერალ ლაშა ბუღაძის ბოლო რომანი „დამკვირვებელი“, რომელსაც პატიმარ ნანა სანდერს უგზავნიდნენ, რუსთავის ციხეში არ დაიტოვეს - „წიგნი პოლიტიკურია... პატიმრისთვის არ შეიძლებაო“. პენიტენციურ კოდექსში ჩანაწერი, რომელიც ციხეში მხატვრული ლიტერატურის შეტანას კრძალავს, არ არსებობს.
ისინი აგვისტოს ომის წელს დაიბადნენ, 2008-ში. ზოგი ზუსტად ომის დღეებში, ზოგი მანამდე, ზოგიც ომის დასრულებიდან მალევე. მას მერე მათი ცხოვრება ამ თარიღს სამუდამოდ გადაეჯაჭვა და კითხვაც - ომის წელს ხარ დაბადებული? - მათი ცხოვრებიდან არასოდეს გამქრალა
ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში მომხდარი სტიქიიდან უკვე ხუთი თვე გავიდა, სოფლიდან იძულებით წასული 58 ოჯახი კი ისევ ქირით ცხოვრობს ქუთაისში. ფულს სახელმწიფო იხდის, თუმცა ხელშეკრულებები სექტემბრამდეა დადებული. კომპენსაციაზე კი ისევ არაფერი ისმის.
ხუთი წელი ბელარუსის ციხეში, საიდანაც უდიდესი ნაწილი სრულ საინფორმაციო ვაკუუმში, სამარტოო საკანში გაატარა - ბელარუსელი იურისტი, პოლიტპატიმარი და მარია კოლესნიკოვას ადვოკატი, მაქსიმ ზნაკი, რომელიც 2020 წელს დააპატიმრეს, ხოლო დეკემბერში მოულოდნელად გათავისუფლდა, რადიო თავისუფლების რესპონდენტია.
რა ხდება მაშინ, როცა შენი შვილის დაავადება იმდენად იშვიათია, რომ ქვეყანაში მისი სახელიც კი არ იციან?
რა ხდება მაშინ, როცა სოხუმის ერთ-ერთი სამეცნიერო ინსტიტუტის სარდაფიდან წამოღებული, ნახევარი საუკუნის წინანდელი ფოტოფირები მოულოდნელად ახალგაზრდა მკვლევრის ხელში ხვდება? საბჭოთა ეპოქის ოფიციალური, სტერილური კადრების მიღმა, დასკანერებულმა ნეგატივებმა სრულიად სხვა სამყარო გააცოცხლა.
დამარცხებული კორუფცია, 2029 წლისთვის დაძლეული სიღარიბე, „სუფთა ფურცლიდან“ დასაწყები პარტნიორობა ამერიკასთან და „პრაგმატული“ ურთიერთობა რუსეთთან - ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" მთავრობის გასული წელი შეაჯამა.
ერთი თვე სრულდება, რაც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძე სრულ იზოლაციაში იმყოფება. ის ბრალს არ აღიარებს, საქმეს აბსურდულს უწოდებს და მოითხოვს, გამოძიებას საიდუმლო გრიფი მოხსნან. მისი ადვოკატი საქმის მასალებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მტკიცებულებებით ჯაშუშობის ბრალდება არ დასტურდება.
“სხვაგან ხომ არ მოვხვდი?“ - იკითხა ზღუდერის ეკლესიასთან მისულმა მკვლევარმა თამთა დოლიძემ, როდესაც მას მეექვსე საუკუნის ძეგლის ნაცვლად, მის საძირკველზე მშენებარე ეკლესია და ბლოკის კედლები დახვდა. ეკლესიის დანგრევის ამბავიც ამის მერე გახმაურდა.
ის ამოწმებდა წყლიან ჭიქას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის ტრიბუნასთან დგამდნენ. გარემოს - საარჩევნო უბანზე, სანამ ივანიშვილი ხმას აძლევდა. ათვალიერებდა პერიმეტრს ივანიშვილის ოჯახისთვის, ის იცავდა ივანიშვილს ხალხის, ჟურნალისტების მიახლოებისგან. ის მუდამ მის გვერდით იდგა.
მას მერე, რაც ერთი წლის წინ კერძო კლინიკებს ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის უფლება აეკრძალათ და ეს თავის ხელში სახელმწიფომ აიღო, ექიმები და ნარკომომხმარებლებიც ამბობენ, რომ იმატა ზედოზირებით სიკვდილის შემთხვევებმა, სერვისის გარეშე დარჩენილები კი ქუჩას და ნარკოტიკების „შავ ბაზარს“ დაუბრუნდნენ.
ამ ინტერვიუში, ცნობილი სლოვაკ მწერალთან, ესეისტთან და ჟურნალისტთან ვლაპარაკობთ დემოკრატიის დასუსტებაზე, ავტორიტარიზმის დაბრუნებაზე, დეზინფორმაციასა და სიძულვილის ენაზე, რუსულ პროპაგანდაზე, იმაზე, თუ ვინ არიან 21-ე საუკუნის დისიდენტები.
ჩამოტვირთე მეტი