Accessibility links

ზოომაღაზიებიც იხურება?


საქართველოში სავაჭრო ობიექტების ნაწილი დაიხურა - პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ რადგან ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მატულობს, მუშაობა უნდა შეაჩეროს ყველა სავაჭრო ობიექტმა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ფოსტისა და საბანკო განყოფილებებისა. ეს შეზღუდვა არ გავრცელდა ზოომაღაზიებზე, რომელთა ნაწილი ჩვეულებრივ რეჟიმში, ნაწილი კი შეცვლილი გრაფიკით, თუმცა მაინც აგრძელებს მუშაობას. არსებობს ონლაინ ზოომაღაზიებიც, რომელთა სერვისიც იმ პირებს გამოადგებათ, რომელიც გარეთ გასვლას შინ დარჩენას ამჯობინებენ და შინაური ცხოველის საკვები უთავდებათ.

რამდენიმე ზოომაღაზია, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ აგრძელებს მუშაობას:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG