Accessibility links

site logo site logo

ზუგდიდის მერობის კანდიდატის წარდგენა


„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ზუგდიდელებს მერობის კანდიდატი დადიანების ეზოში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა.

გიორგი შენგელია უალტერნატივო კანდიდატია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში მერობის კანდიდატის წარდგენისას. მამუკა ბახტაძის განმარტებით, გიორგი შენგელიას კანდიდატურა სამი პრინციპის გამო შეარჩიეს. პირველი: გიორგი შენგელია მაღალი პროფესიონალია, რომელსაც უნიკალური გამოცდილება აქვს. ის სუფთა წარსულის, მათ შორის სუფთა პროფესიული წარსულის მქონეა. ამ თვალსაზრისითაც, ის უალტერნატივოა. ამასთან, მამუკა ბახტაძის თქმით, მათი კანდიდატი თავის ქალაქზე უზომოდ შეყვარებულია. ამიტომაც ფიქრობს, რომ მაისში მოსახლეობა ერთადერთ სწორ არჩევანს გააკეთებს - ეს არის "ქართული ოცნება" და ეს არის გიორგი შენგელია.

„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ზუგდიდელებს მერობის კანდიდატი დადიანების ეზოში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა. პრემიერ-მინისტრთან ერთად საარჩევნო კანდიდატის წარდგენაში მონაწილეობა მიიღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა და პარლამენტარმა ზვიად ძიძიგურმა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერები, საჯარო მოხელეები და მოქალაქეები.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერები, საჯარო მოხელეები და მოქალაქეები.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერები, საჯარო მოხელეები და მოქალაქეები.

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, ბევრი საქმე გაკეთდა, იყო ბევრი შეცდომაც, მაგრამ დღეს გაერთიანების დროა.

„ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ბევრი საქმე გავაკეთეთ, შეცდომებიც მოგვივიდა, მაგრამ არც ერთი დღე არ გვაქვს დასაკარგი“, - განაცხადა მმართველი პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" შეარჩია ძალიან ღირსეული კანდიდატი, ღირსეული ზუგდიდელი, რომელიც, წესიერებასთან ერთად, თავისი საქმის პროფესიონალია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც სამეგრელოს რეგიონმაც იწვნია:

"ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ძვირფასი მხარე, ჩვენი სიამაყე, ჩვენი სამეგრელო ძალიან გაანაწყენა, გაამწარა. უამრავი ისტორია ვიცი და არ მავიწყდება. ეს უნდა გვახსოვდეს, მაგრამ, ამასთან, უნდა ვიყუროთ წინ, საერთო მომავლისკენ. თუ არ მოვახერხეთ ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, არ იქნება მშვიდობა".

თავის მხრივ, გიორგი შენგელიამ მადლობა გადაუხადა "ქართულ ოცნებას" ნდობისა და შესაძლებლობის მიცემისთვის, იყოს ამ პროცესის მონაწილე.

ზუგდიდის მერობა სურს 4 დამოუკიდებელ კანდიდატს.
ზუგდიდის მერობა სურს 4 დამოუკიდებელ კანდიდატს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ძალიან ბევრს შევცვლით ამ ქალაქში და ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდს“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ დადიანების ეზოში გამართულ ღონისძიებაზე. მან ილაპარაკა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ თავად იქნება გარანტი, ეს პროექტები ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შესრულდეს. მერობის კანდიდატის თქმით, პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების გვერდით დაყენება და მათი იდეების გაზიარება.

მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვს იქნება. ზუგდიდის მერობა სურს 4 დამოუკიდებელ კანდიდატს. მათ შორის არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, თეოლოგი დავით თორდია და ისტორიკოსი გოგიტა ბიგვავა.

მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა ლაშა გოგიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მოგვიანებით ის ყოფილ ვიცე-მერ გია გულორდავასთან ერთად დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით.

ზუგდიდი ახალ მერს 19 მაისს აირჩევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG