Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც სიკვდილის მიზეზების, ისე წამების ფაქტის დადგენა"


6 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ ავალიანი, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელის მოადგილე. მან ილაპარაკა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ფარგლებში მომზადებულ შუალედურ დასკვნაზე. თამარ ავალიანი ამ დასკვნას მნიშვნელოვნად აფასებს, თუმცა, ჩამოთვლის კითხვებს, რომლებიც რჩება როგორც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზების, ისე გამოძიების მიმართ. ადვოკატი "დილის საუბრებში" აღწერს დაზიანებებს, რომლებიც შუალედურ დასკვნაშია აღწერილი და იმას, რაც იქ არ მოხვდა. არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი და თამარ ავალიანი ამზადებენ სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენად. რაც შეეხება შუალედურ ექსპერტიზას, თამარ ავალიანის თქმით, მის "დასკვნით ნაწილშიც მხოლოდ დაზიანებებია აღწერილი და დასკვნაში ლაპარაკია იმაზე, რომ ეს დაზიანებები არის სიცოცლისდროინდელი და ისინი რაიმე ბლაგვი, მკვრივი საგნით არის მიყენებული მრავალჯერადად". ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამოძიებამ ექსპერტიზას არ დაუსვა რიგი პრინციპული კითხვებისა, მათ შორის - იყო, თუ არა არჩილ ტატუნაშვილი ნაწამები? თუმცა, დასკვნაში აღწერილი დაზიანებები იძლევა წამების ფაქტის ვარაუდის საფუძველს. ოჯახი და დაცვის მხარე ელოდებიან ცენტრ "ემპათიის" დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნასაც, რის შემდეგაც ის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG